თუ გიყვართ კივი, შეწყვიტეთ რასაც არ უნდა აკეთებდეთ და წაიკითხეთ ეს სტატია! - Gemrielia.ge

თუ გიყვართ კივი, შეწყვიტეთ რასაც არ უნდა აკეთებდეთ და წაიკითხეთ ეს სტატია!

კივის სამშობლო ჩინეთია. საქართველოში კივის მოშენება საკმაოდ გვიან, მას შემდეგ დაიწყეს, რაც მსოფლიოს მოსახლეობას ეს ხილი კარგა ხნის დაგემოვნებული ჰქონდა. კივი ერთნაირად კარგად ხარობს როგორც შავი ზღვისპირეთში, ისე კახეთში, თუმცა ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილება ვერ ხერხდება, ამიტომ იგი დიდი რაოდენობით შემოდის უცხოეთიდან.

კივის რბილობი საკმარისი რაოდენობით შეიცავს ასკორბინის მჟავას, რომელიც ამაგრებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციას, გვარიდებს გაციებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. კივი ვიტამინების ნამდვილი საბადოა. მისი ნაყოფი შეიცავს უამრავ სასარგებლო ვიტამინს, როგორებიცაა B1, B2, B3, B9, B6, C, E. კივიში C ვიტამინი თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე ნებისმიერ ციტრუსში.

კივი მდიდარია მიკროელემენტებით: რკინით, იოდით, თუთიით, მანგანუმით, კალიუმით, კალციუმით, ფოსფორით. კივი გამოირჩევა დაბალი კალორიულობით. ის შეიცავს უამრავ ვიტამინსა და მინერალსაც. ხსნის დაღლილობას. ებრძვის დეპრესიას.

დიეტოლოგებმა დაადგინეს, რომ კივის მირთმევისას ორგანიზმი გამოიმუშავებს ენდორფინებს, ეგრეთ წოდებულ ბედნიერების ჰორმონებს.

გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, ამცირებს სისხლის ჩაქცევის რისკს, არეგულირებს წნევას. კალიუმის წყალობით კივი არეგულირებს წყალმარილოვან ბალანსს ორგანიზმში, რაც დაგიცავთ შეშუპებისგან.

დღეში 1 კივი აგინაზღაურებთ C ვიტამინის სადღეღამისო მოთხოვნილებას - აძლიერებს იმუნიტეტს, იცავს ინფექციური დაავადებებისგან, აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. კივის გამოყენება სასურველია თირკმელებში კენჭების წარმოქმნისას. დიაბეტიანებისთვის კივის მიღება დაშვებულია; შაქარი მასში თითქმის არ არის. კივი სასუნთქი გზების დაავადებებსაც მკურნალობს.

კივის ერთი ჭიქა წვენი ორგანიზმს სიჯანსაღეს უნარჩუნებს და მის ბრძოლისუნარიანობას ამაღლებს. კივის გამოყენება, ასევე, რეკომენდებულია გინეკოლოგიური დაავადებებისა და კლიმაქსის დროს... გააგრძელეთ კითხვა