„საცხობი ცაგარელზე“- სამზარეულო, რომელიც ხარისხიანი პროდუქციითა და გემოს მრავალფეროვნებით თავს ყველას დაამახსოვრებს
სწრაფი კვების ობიექტებსა თუ სხვა ტიპის საკვებ დაწესებულებებს მომხმარებელი ყოველთვის ჰყავდა, თუმცა პანდემიის პირობებში, როცა გამოძახების სერვისი განსაკუთრებით აქტუალური გახდა, მათი მომხმარებლების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. დღეს ადამიანები ძალიან ხშირად ამბობენ უარს სახლში და მით უმეტეს, ოფისში საჭმლის მომზადებაზე და არჩევანს თავიანთი საყვარელი ობიექტიდან თავიანთი საყვარელი კერძის გამოძახებაზე აკეთებენ.
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული მიმართულება საცხობია, რომელიც ჩვენთან, განსაკუთრებით კი, თბილისში, ნამდვილად საკმაოდ ბევრია, თუმცა ცოტა თუ დაგამახსოვრებს თავს.
ამისათვის, პირველ რიგში, შესაბამისი სურვილია საჭირო და შემდეგ - ბიზნესის განვითარების ხედვა, რომელიც, სწორხაზოვნად, მხოლოდ შემოსავალზე არ გაივლის. ამიტომ, როცა საცხობის გახსნას აპირებ, უნდა გადაწყვიტო, რა გირჩევნია: შესთავაზო მომხმარებლებს სტანდარტული სერვისი და იყო არაფრით გამორჩეული თუ იმუშაო საკუთარ თავზე, იდეებზე, შეთავაზებებზე, გემოებზე და გახდე მომხმარებლებზე ორიენტირებული?
სწორედ ასეთი საცხობის გახსნა გადაწყვიტა გუგა ბალანჩივაძემ თბილისში, ცაგარელის N39-ში საკუთარი სახლის პირველ სართულზე. მას აქვს ამბიცია, მისი საცხობი იყოს განსხვავებული, რომლის პროდუქტიც საკუთარ სათქმელს იტყვის. ამიტომ, ერთ დღესაც, როცა გემრიელი პიცის, ხაჭაპურის ან ლობიანის შეკვეთა მოგიდნებათ, მოსინჯეთ „საცხობი ცაგარელზე“, დააგემოვნეთ მისი პროდუქცია და აუცილებლად გაუზიარეთ მათ თქვენი შთაბეჭდილება, რათა შემდეგი შეკვეთისას საკუთარი რეცეპტორებით აღმოაჩინოთ, თუ როგორ გაითვალისწინეს თქვენი აზრი.
მოკლედ, „საცხობი ცაგარელზე“ გელოდებათ.
მანამდე კი, სანამ ყველაფერს თავად შეამოწმებდეთ, საცხობის შესახებ გუგა ბალანჩივაძე მოგიყვებათ.
- როგორ გაჩნდა საცხობის გახსნის იდეა?
- დიდი ხანია, გვსურდა საოჯახო ბიზნესის გაკეთება არსებულ პირობებში. გვინდოდა, გამოგვეყენებინა არსებული ფართი, მაგრამ ადგილმდებარეობის გამო, ამ გადაწვეტილებას ვერ ვიღებდით. არ იყო ცენტრალური უბანი, მოძრავი ქუჩა... პანდემიის პირობებში, როცა გამოძახების სერვისი უფრო მოთხოვნადი გახდა, შესაძლებლობა მოგვეცა გამოგვეყენებინა საკუთარი სახლის ერთი სართული ბიზნესისთვის, სადაც გავაკეთებდით საოჯახო სამზარეულოს, საცხობს, რომელიც იმუშავებდა მხოლოდ შეკვეთებზე.
- რამდენად რთული იყო იდეის რეალობად ქცევა?
- რთულს ვერ დავარქმევდი, მაგრამ არც ისე მარტივი აღმოჩნდა, რადგან, ამ კუთხით, გამოცდილება არ გვქონდა. ვგულისხმობ საცხობის მოწყობას, რემონტს, დანადგარების შეძენას… გვიწევდა სხვადასხვა კომპანიასთან კონსულტაციების გავლა სხვადასხვა საკითხზე. ასევე, მნიშვნელოვანი იყო მზარეულის შერჩევა და მოთხოვნადი პროდუქციის წარმოება.
- რას სთავაზობს საცხობი მომხმარებელს?
- ძირითადად, ვთავაზობთ პიცას (პეპერონი, ოთხი ყველით, მარგარიტა, პროშუტო, მიქსი, სამარხვო, სოკოთი და ლორით ) და ცომეულს (ხაჭაპური იმერული, მეგრული, სამეფო, ლობიანი).
- თქვენი აზრით, რა უპირატესობები გააჩნია თქვენს საცხობს და გაქვთ თუ არა განსაკუთრებული შეთავაზება?
- უპირატესობა ფასთან შედარებით დიდი ზომის, 40-სმიანი პიცებია, რაც ბაზარზე ძალიან იშვიათია. პროდუქცია მზადდება მაღალი ხარისხის პროდუქტით, რადგან ჩვენთვის მთავარია, რომ მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქცია მივაწოდოთ. ვცდილობთ, არასდროს გავაფუჭოთ ხარისხი. როგორც ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, მომსახურებით ან საქონლით კმაყოფილი კლიენტი, საშუალოდ, 1-2 ახლობელს უყვება კომპანიის შესახებ, ხოლო უკმაყოფილო კლიენტი, საშუალოდ, 10-15 ადამიანს უზიარებს თავის გამოცდილებას. ეს უდავოდ იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი კომპანიისთვის უკმაყოფილო კლიენტი დიდი ხარჯია და ნებისმიერი ხერხით უნდა ეცადო, მათი რიცხვი მინიმუმამდე დაიყვანო.
კონკურენტებისგან განსგვასხვავებს უფასო მიტანის სერვისიც, თუ დაგვირეკავენ ნომერზე: 555-000-361 და ისე შეგვიკვეთავენ პროდუქციას.
- რამდენად რთულია ამ სფეროში პოზიციონირება და მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება?
- ჩვენ თავიდანვე გვქონდა გათვიცნობიერებული ის რისკები, რაც ამ ბიზნესს ახლავს. საქართველოში ძალიან ბერვი საკვები ობიექტებია და კონკურენციის გაწევა არც ისე მარტივი აღმოჩნდა. გასათვალისწინებელია, ასევე, მომხმარებლების მრავალფეროვნება. როგორც ამბობენ: „გემოვნებაზე არ დაობენ“, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მათი მოთხოვნები და ჩვენი მომხმარებლები მუდამ კმაყოფილნი იყვნენ. ჩვენს მიდგომას ზუსტად ასახავს ბილ გეითსის ცნობილი გამონათქვამი: „ყველაზე უკმაყოფილო მომხმარებელი არის ყველაზე კარგი წყარო შეცდომებზე სწავლისთვის.”
- რა სიახლეებს გეგმავთ სამომავლოდ?
- იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პიცა ან ხაჭაპური, ზომის გათვალისწინებით, ერთი და შესაძლებელია, ორი ადამიანისთვის საკმაოდ დიდი იყოს, ვგეგმავთ უფრო მცირე ზომის პიცის და ცომეულის შეთავაზებასაც, რათა ნებისმიერი კატეგორიის და რაოდენობის ადამიანის მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ. ასევე, ვაპირებთ მენიუში ცვლილებები შევიტანოთ და დავამატოთ, მაგალითად: ფენოვანი, ნახევარფენოვანი და აჭარული ხაჟაპური, ასევე, აჩმა.
NS