„მე-5 დღე დგებოდა, რაც დედა არ იყო სახლში..“ - სახალისო ისტორია და მარტოობის შედეგად შექმნილი კერძის რეცეპტი - Gemrielia.ge

„მე-5 დღე დგებოდა, რაც დედა არ იყო სახლში..“ - სახალისო ისტორია და მარტოობის შედეგად შექმნილი კერძის რეცეპტი

 

ალბათ, ყველამ ვიცით, რა მტკივნეული მომენტია სახლში მშობლის არ ყოფნა, როდესაც ყველა საქმე შენი გასაკეთებელი ხდება. ჩვენი ფეისბუქჯგუფი ერთი დიდი ოჯახია, სადაც წევრები სიამოვნებით გვიზიარებენ სხვა და სხვა რეცეპტებს, რჩევებსა და ისტორიებს. გიზირებთ მეა ჩერქეზიშვილის სახალისო ისტორიას და მარტოობის შედეგად შექმნილი კერძის რეცეპტს:

 

„შეამჩნიეთ? როდესაც მშობელი სახლშია, არ გიწევს ფიქრი იმაზე თუ რა ჭამო და მარტო წუწუნებ - ეს არ მინდა, ეს არ მომწონს... უფრო მეტიც, სამზარეულოში სად რა გვიდევს, ისიც არ ვიცით..(იმედია მარტო მე არ ვარ ასე) ხოდა...

 

საწყალი, მე-5 დღე დგებოდა, რაც დედა არ იყო სახლში. შემომითვალა, რომ ბორში დამიტოვა და მაკარონები, გეყოფაო. მართლაც, ორი დღე მივირთვი, მაგრამ მესამე დღეს დამეწყო ფიქრები -  „ნუთუ ნორმალური არაფერია სახლში?!“

 

იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი შესვლა სამზარეულოში ზოგადად აკრძალულია (ყველაფერს ვაფუჭებ), ზუსტად ამიტომ შევედი!

 

აღმოვაჩინე, რომ თურმე სამზარეულოში გვქონია, ბლომააად ბრინჯი, ხახვი, ტომატი, მწვანილები... გადავწყვიტე ინტერნეტში მომეძებნა რაღაც კარგი კერძი, რაც მართლა მომეწონებოდა და აღმოვაჩინე!

 

გაიცანით „ჯამბალაია“ - თავიდან სახელი რომ წავიკითხე, ვიფიქრე რაღაც მაგიურია და შეყვარებულს მომიძებნინებს-მეთქი ეს კერძი და თვალი დავადგი, ეს ხუმრობით, ახლა კი რეცეპტი“:

 

ინგრედიენტები:

 

სოსისი (უმჯობესია ტკაცუნები) 400-500გრ.

ბრინჯი -400გრ

ბულგარული წითელი- 1ცალი

ხახვი-1ცალი (სურვილისამებრ 2)

ტომატი (პომიდორიც დავამატე)- 300გრ

ნიორი-2 კბილი

ოხრახუში

მარილი

წიწაკა (გემოთი)

 

მომზადება:

 

სოსისები შეწვით ტაფაზე (ზეთი მოასხით ცოტა, ან უმჯობესია ქონი). ცალკე ხახვი მოხრაკეთ, ჩაამატეთ დაჭრილი ბულგარული, ფერის შეცვლის შემდეგ, დაამატეთ პომიდორი, ტომატ-პასტა, მარილი, პირპილი, იქვე დაჭრილი სოსისი, ბრინჯი. დაამატეთ ცხელი წყალი (ისე, რომ დაიფაროს) და დაელოდეთ სანამ ამოშრება. ბოლოს ზემოდან მოაყარეთ ოხრახუში.

 

 

„ხომ ვთქვი, აკრძალულია ჩემი შეშვება სამზარეულოში-მეთქი. ხოდა, თითი გავიჭერი და დედას ინგრედიენტები არ დავუტოვე მაცივარში, რომ მოვიდა, დააყოლა - „კარგია, მაგრამ მე უკეთესად გავაკეთებდი“. ახლა მივხვდი, რას ნიშნავს, როცა ვინმე ამბობს  "ეს არ მომწონს, ამას არ შევჭამ". მაგრამ ვამაყობ, რომ რაღაც გავაკეთე სამზარეულოში ჩემით  და გაგიზიარეთ, თქვენ კი გემრიელად მიირთვით“.