როგორ მზადდება მოცარელა იტალიასა და საქართველოში? – და კიდევ 5 რეცეპტი, რომლებიც ამ ყველს შეგაყვარებთ - Gemrielia.ge

როგორ მზადდება მოცარელა იტალიასა და საქართველოში? – და კიდევ 5 რეცეპტი, რომლებიც ამ ყველს შეგაყვარებთ

 

მო­ცა­რე­ლა რბი­ლი, რძი­ა­ნი ყვე­ლია, რო­მე­ლიც იდე­ა­ლუ­რია პი­ცა­სა და პო­მიდვ­რის სა­ლა­თა­ში, თუმ­ცა ამ გემ­რი­ელ პრო­დუქტს კი­დევ არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა მო­ვუ­ძებ­ნოთ.

 

სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბი მო­ცა­რე­ლა­ზე

 

ამ ყვე­ლის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი თვი­სე­ბა მისი წელ­ვა­დი ტექ­სტუ­რაა. რძე გან­სა­ზღვრულ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე იხარ­შე­ბა, მა­სას გა­ნუ­წყვეტ­ლივ ურე­ვენ. ნელ-ნელა ფორ­მუ­ლირ­დე­ბა ბლან­ტი მასა – pasta filata. რაც ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა, მწარ­მო­ებ­ლე­ბი იწყე­ბენ ბურ­თე­ბის ძერ­წვას და ყვე­ლის მოჭ­რას (mozzare). პრო­ცე­სი არ არის მარ­ტი­ვი. ყვე­ლის ოს­ტა­ტე­ბი დიდი სი­ნა­ზი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით წე­ლა­ვენ ყველს, აკე­თე­ბენ გლუვ ბურ­თუ­ლებს, რომ­ლე­ბიც ერთი ზო­მის და თა­ნა­ბა­რი უნდა იყოს. შემ­დეგ, მო­ცა­რე­ლას მა­რი­ლი­ან ხსნარ­ში ათავ­სე­ბენ, რომ სირ­ბი­ლე და წვნი­ა­ნო­ბა დიდი ხნით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს.

 

ახალ მო­ცა­რე­ლას აქვს ნა­ღე­ბის გემო, რბი­ლი ტექ­სტუ­რა და ფა­ფუკ ღრუ­ბელს მოგ­ვა­გო­ნებს. რო­დე­საც ბურ­თუ­ლას და­ნით გაჭ­რით, იქი­დან თეთ­რი რძე უნდა გად­მო­ვი­დეს. ეს პრო­დუქ­ტი აუ­ცი­ლებ­ლად ახა­ლი მომ­ზა­დე­ბუ­ლი უნდა მი­ირ­თვათ, ამი­ტომ, ყვე­ლის სხვა სა­ხე­ო­ბე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, მისი ტრან­სპორ­ტი­რე­ბის სა­კი­თხი შე­და­რე­ბით პრობ­ლე­მა­ტუ­რია და ბევ­რი ქვე­ყა­ნა უპი­რა­ტე­სო­ბას ად­გი­ლობ­რივ წარ­მო­ე­ბას ანი­ჭებს, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ყვე­ლი ახა­ლი მი­ირ­თვათ და ამას­თან, მისი ფა­სიც საგ­რძნობ­ლად მცირ­დე­ბა.

 

სა­ქარ­თვე­ლო­ში „მო­ცა­რე­ლას“ ორ­გა­ნი­ზე­ბულ წარ­მო­ე­ბა­ზე ექ­სკლუ­ზი­ვი კომ­პა­ნია „ნი­კო­რას“ ეკუთ­ვნის. „დღის პრო­დუქ­ტე­ბი“ – „ნი­კო­რას“ ჰოლ­დინ­გის ქვეშ შე­მა­ვა­ლი რძის პრო­დუქ­ტე­ბის ქარ­თუ­ლი ბრენ­დია, რო­მე­ლიც „მო­ცა­რე­ლას“ აწარ­მო­ებს. ქარ­თუ­ლი მო­ცა­რე­ლას დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გია იტა­ლი­უ­რის იდენ­ტუ­რია და იმა­ვე წე­სე­ბის დაც­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობს. იტა­ლი­უ­რი მე­თო­დის მსგავ­სად, ყვე­ლის ბურ­თუ­ლე­ბი მა­რი­ლი­ა­ნი წყლის ხსნარ­ში იდე­ბა და მა­ღა­ზი­ის დახ­ლებ­ზე შე­ფუ­თულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­დის.

სწო­რედ რძის პრო­დუქ­ტე­ბის ქარ­თუ­ლი ბრენ­დი „დღის“ გვი­ზი­ა­რებს რამ­დე­ნი­მე იდე­ას, თუ რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნოთ მო­ცა­რე­ლა:

 

1. მო­ცა­რე­ლას ღვე­ზე­ლი

 

 

ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

 

  • 1/3 ჭიქა ზე­ი­თუ­ნის ზეთი
  • 1 კბი­ლი ნი­ო­რი
  • 1/4 ჩაის კოვ­ზი წი­თე­ლი წი­წა­კა
  • ფე­ნო­ვა­ნი ცომი
  • 350 გრ მო­ცა­რე­ლა „დღის“
  • 10 ნა­ჭე­რი პე­პე­რო­ნი
  • ½ ჭიქა პო­მიდვ­რის სო­უ­სი

 

მომ­ზა­დე­ბა:

 

ერ­თმა­ნეთს შე­უ­რი­ეთ ზე­ი­თუ­ნის ზეთი, ნი­ო­რი და წი­თე­ლი წი­წა­კა. ფე­ნო­ვა­ნი ცომი გა­ყა­ვით სამ ნა­წი­ლად. ჩა­დეთ პირ­ვე­ლი ფენა სა­ცხობ ფორ­მა­ში, ცომს მო­უს­ვით შეკ­მა­ზუ­ლი ზე­ი­თუ­ნის ზეთი, და­ა­ლა­გეთ შუ­ა­ზე გაჭ­რი­ლი მო­ცა­რე­ლას ბურ­თუ­ლე­ბი, მო­ას­ხით პო­მიდვ­რის სო­უ­სი და და­ა­დეთ ცო­მის მე­ო­რე ფენა. ანა­ლო­გი­უ­რად გა­ი­მე­ო­რეთ ზე­თის, ყვე­ლი­სა და პო­მიდვ­რის სო­უ­სის ფე­ნე­ბი. ზე­მო­დან ცო­მის მე­სა­მე ფენა და­ა­დეთ. გა­მო­ა­ცხვეთ წი­ნას­წარ გა­ხუ­რე­ბულ ღუ­მელ­ში 40 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში.

 

2. მო­ცა­რე­ლას მა­რი­ნა­დი

 

 

ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

 

  • 1/3 ჭიქა ზე­ი­თუ­ნის ზეთი
  • 1 სა­დი­ლის კოვ­ზი ზეთ­ში და­მა­რი­ნა­დე­ბუ­ლი და გა­მომშრა­ლი პო­მი­დო­რი
  • 1 სა­დი­ლის კოვ­ზი წვრი­ლად დაჭ­რი­ლი ოხ­რა­ხუ­ში
  • 1 ჩაის კოვ­ზი მსხვი­ლად დაფ­ქუ­ლი წი­თე­ლი წი­წა­კა
  • 1 ჩაის კოვ­ზი ხმე­ლი ბა­ზი­ლი­კი
  • 1 ჩაის კოვ­ზი წვრი­ლად დაჭ­რი­ლი მწვა­ნე ხახ­ვი
  • ¼ ჩაის კოვ­ზი ნივ­რის ფხვნი­ლი
  • 450 გრ მო­ცა­რე­ლა კუ­ბი­კე­ბად დაჭ­რი­ლი ან ბურ­თუ­ლე­ბი ( „დღის“)

 

დიდ თას­ში ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი კარ­გად აუ­რი­ეთ და რამ­დე­ნი­მე წუთი გა­ა­ჩე­რეთ. შემ­დეგ კი ჩა­ყა­რეთ მო­ცა­რე­ლას კუ­ბი­კე­ბი და კარ­გად ამო­უ­რი­ეთ, რომ კუ­ბი­კე­ბი სო­უს­ში აი­რი­ოს. შე­ი­ნა­ხეთ მა­ცი­ვარ­ში მი­ნი­მუმ 1 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და და­მა­რი­ნა­დე­ბუ­ლი მო­ცა­რე­ლაც მზა­დაა.

 

3. მო­ცა­რე­ლა მა­კა­რო­ნის ნი­ჟა­რებ­ში

 

 

ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

 

  • 400 გრ გა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ქონ­ლის ხორ­ცი
  • 2 კბი­ლი წვრი­ლად დაჭ­რი­ლი ნი­ო­რი
  • 2 ჭიქა წყა­ლი
  • 300 გრ პო­მიდვ­რის სო­უ­სი
  • 2 ცალი ბუ­ლი­ო­ნის კუ­ბი­კი
  • 1 ჩაის კოვ­ზი ხმე­ლი ორე­გა­ნო
  • 400 გრ დაჭ­რი­ლი მო­ცა­რე­ლა „დღის“
  • 1 ცალი კვერ­ცხო
  • 1 კგ დიდი ფორ­მის მა­კა­რო­ნი

 

მომ­ზა­დე­ბა:

 

დიდ ტა­ფა­ში ხორ­ცი და ხახ­ვი მო­შუ­შეთ, ვიდ­რე ხორ­ცი ფერს არ შე­იც­ვლის. და­ას­ხით ორი ჭიქა წყა­ლი, პო­მიდვ­რის სო­უ­სი, ჩა­აგ­დეთ ბუ­ლი­ო­ნის კუ­ბი­კე­ბი და და­ა­მა­ტეთ ორე­გა­ნო. და­ბალ ცე­ცხლზე თავ­და­ხუ­რუ­ლი 30 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ხარ­შეთ.

 

ამა­სო­ბა­ში დიდ თას­ში აუ­რი­ეთ კვერ­ცხი და მო­ცა­რე­ლა. ცოტა მო­ცა­რე­ლა მო­ი­ტო­ვეთ. მი­ღე­ბუ­ლი მასა გა­და­ა­ნა­წი­ლეთ მა­კა­რონ­ში და ცე­ცხლგამ­ძლე ფორ­მა­ში მო­ა­თავ­სეთ. ხორ­ცის სო­უ­სი მო­ას­ხით მა­კა­რონს და ღუ­მელ­ში მა­ღალ ცე­ცხლზე 30 წთ-ის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ა­ცხვეთ. შემ­დეგ მორ­ჩე­ნი­ლი მო­ცა­რე­ლა მო­ა­ყა­რეთ და 3-5 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­აბ­რუ­ნეთ ღუ­მელ­ში, რომ ყვე­ლი გად­ნეს.

 

ბო­ნუს რე­ცეპ­ტე­ბი

 

 

ზე­ი­თუ­ნის ზეთი, ორე­გა­ნო, დაფ­ქუ­ი­ლი წი­თე­ლი წი­წა­კა, წვრი­ლად დაჭ­რი­ლი მწვა­ნე ხახ­ვი და ბა­ზი­ლი­კი, კუ­ბი­კე­ბად დაჭ­რი­ლი პური ბა­გე­ტი, მო­ცა­რე­ლას ბურ­თუ­ლე­ბი და პო­მი­დო­რი ჩერი აუ­რი­ეთ და მარ­ტი­ვი სა­ლა­თა მზა­დაა.

 

 

თას­ში აუ­რი­ეთ წვრი­ლად დაჭ­რი­ლი მო­ცა­რე­ლა, გა­ხე­ხი­ლი ჩე­და­რი, კრემყვე­ლი, ნივ­რის ფქვი­ლი და მა­რი­ლი. ტოს­ტის პურ­ზე გა­და­ა­ნა­წი­ლეთ მი­ღე­ბუ­ლი მასა და და­ა­დეთ მე­ო­რე პური. პუ­რებს გა­რე­თა მხრი­დან წა­უს­ვით დარ­ბი­ლე­ბუ­ლი კა­რა­ქი და მო­ა­თავ­სეთ ტოს­ტერ­ში ან გრილ­ზე.

 

თქვენ რო­მელ კერ­ძში იყე­ნებთ მო­ცა­რე­ლას?