როგორ მზადდება მოცარელა იტალიასა და საქართველოში? – და კიდევ 5 რეცეპტი, რომლებიც ამ ყველს შეგაყვარებთ
მოცარელა რბილი, რძიანი ყველია, რომელიც იდეალურია პიცასა და პომიდვრის სალათაში, თუმცა ამ გემრიელ პროდუქტს კიდევ არაერთი საინტერესო გამოყენება შეიძლება მოვუძებნოთ.
საინტერესო ფაქტები მოცარელაზე
ამ ყველის დამახასიათებელი და გამორჩეული თვისება მისი წელვადი ტექსტურაა. რძე განსაზღვრულ ტემპერატურაზე იხარშება, მასას განუწყვეტლივ ურევენ. ნელ-ნელა ფორმულირდება ბლანტი მასა – pasta filata. რაც ყველაზე საინტერესოა, მწარმოებლები იწყებენ ბურთების ძერწვას და ყველის მოჭრას (mozzare). პროცესი არ არის მარტივი. ყველის ოსტატები დიდი სინაზითა და სიყვარულით წელავენ ყველს, აკეთებენ გლუვ ბურთულებს, რომლებიც ერთი ზომის და თანაბარი უნდა იყოს. შემდეგ, მოცარელას მარილიან ხსნარში ათავსებენ, რომ სირბილე და წვნიანობა დიდი ხნით შეინარჩუნოს.
ახალ მოცარელას აქვს ნაღების გემო, რბილი ტექსტურა და ფაფუკ ღრუბელს მოგვაგონებს. როდესაც ბურთულას დანით გაჭრით, იქიდან თეთრი რძე უნდა გადმოვიდეს. ეს პროდუქტი აუცილებლად ახალი მომზადებული უნდა მიირთვათ, ამიტომ, ყველის სხვა სახეობებისაგან განსხვავებით, მისი ტრანსპორტირების საკითხი შედარებით პრობლემატურია და ბევრი ქვეყანა უპირატესობას ადგილობრივ წარმოებას ანიჭებს, რაც საშუალებას იძლევა ყველი ახალი მიირთვათ და ამასთან, მისი ფასიც საგრძნობლად მცირდება.
საქართველოში „მოცარელას“ ორგანიზებულ წარმოებაზე ექსკლუზივი კომპანია „ნიკორას“ ეკუთვნის. „დღის პროდუქტები“ – „ნიკორას“ ჰოლდინგის ქვეშ შემავალი რძის პროდუქტების ქართული ბრენდია, რომელიც „მოცარელას“ აწარმოებს. ქართული მოცარელას დამზადების ტექნოლოგია იტალიურის იდენტურია და იმავე წესების დაცვით მიმდინარეობს. იტალიური მეთოდის მსგავსად, ყველის ბურთულები მარილიანი წყლის ხსნარში იდება და მაღაზიის დახლებზე შეფუთულ მდგომარეობაში მიდის.
სწორედ რძის პროდუქტების ქართული ბრენდი „დღის“ გვიზიარებს რამდენიმე იდეას, თუ როგორ გამოვიყენოთ მოცარელა:
1. მოცარელას ღვეზელი
ინგრედიენტები:
- 1/3 ჭიქა ზეითუნის ზეთი
- 1 კბილი ნიორი
- 1/4 ჩაის კოვზი წითელი წიწაკა
- ფენოვანი ცომი
- 350 გრ მოცარელა „დღის“
- 10 ნაჭერი პეპერონი
- ½ ჭიქა პომიდვრის სოუსი
მომზადება:
ერთმანეთს შეურიეთ ზეითუნის ზეთი, ნიორი და წითელი წიწაკა. ფენოვანი ცომი გაყავით სამ ნაწილად. ჩადეთ პირველი ფენა საცხობ ფორმაში, ცომს მოუსვით შეკმაზული ზეითუნის ზეთი, დაალაგეთ შუაზე გაჭრილი მოცარელას ბურთულები, მოასხით პომიდვრის სოუსი და დაადეთ ცომის მეორე ფენა. ანალოგიურად გაიმეორეთ ზეთის, ყველისა და პომიდვრის სოუსის ფენები. ზემოდან ცომის მესამე ფენა დაადეთ. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში.
2. მოცარელას მარინადი
ინგრედიენტები:
- 1/3 ჭიქა ზეითუნის ზეთი
- 1 სადილის კოვზი ზეთში დამარინადებული და გამომშრალი პომიდორი
- 1 სადილის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში
- 1 ჩაის კოვზი მსხვილად დაფქული წითელი წიწაკა
- 1 ჩაის კოვზი ხმელი ბაზილიკი
- 1 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი
- ¼ ჩაის კოვზი ნივრის ფხვნილი
- 450 გრ მოცარელა კუბიკებად დაჭრილი ან ბურთულები ( „დღის“)
დიდ თასში ინგრედიენტები კარგად აურიეთ და რამდენიმე წუთი გააჩერეთ. შემდეგ კი ჩაყარეთ მოცარელას კუბიკები და კარგად ამოურიეთ, რომ კუბიკები სოუსში აირიოს. შეინახეთ მაცივარში მინიმუმ 1 საათის განმავლობაში და დამარინადებული მოცარელაც მზადაა.
3. მოცარელა მაკარონის ნიჟარებში
ინგრედიენტები:
- 400 გრ გატარებული საქონლის ხორცი
- 2 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი
- 2 ჭიქა წყალი
- 300 გრ პომიდვრის სოუსი
- 2 ცალი ბულიონის კუბიკი
- 1 ჩაის კოვზი ხმელი ორეგანო
- 400 გრ დაჭრილი მოცარელა „დღის“
- 1 ცალი კვერცხო
- 1 კგ დიდი ფორმის მაკარონი
მომზადება:
დიდ ტაფაში ხორცი და ხახვი მოშუშეთ, ვიდრე ხორცი ფერს არ შეიცვლის. დაასხით ორი ჭიქა წყალი, პომიდვრის სოუსი, ჩააგდეთ ბულიონის კუბიკები და დაამატეთ ორეგანო. დაბალ ცეცხლზე თავდახურული 30 წუთის განმავლობაში ხარშეთ.
ამასობაში დიდ თასში აურიეთ კვერცხი და მოცარელა. ცოტა მოცარელა მოიტოვეთ. მიღებული მასა გადაანაწილეთ მაკარონში და ცეცხლგამძლე ფორმაში მოათავსეთ. ხორცის სოუსი მოასხით მაკარონს და ღუმელში მაღალ ცეცხლზე 30 წთ-ის განმავლობაში გამოაცხვეთ. შემდეგ მორჩენილი მოცარელა მოაყარეთ და 3-5 წუთის განმავლობაში შეაბრუნეთ ღუმელში, რომ ყველი გადნეს.
ბონუს რეცეპტები
ზეითუნის ზეთი, ორეგანო, დაფქუილი წითელი წიწაკა, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და ბაზილიკი, კუბიკებად დაჭრილი პური ბაგეტი, მოცარელას ბურთულები და პომიდორი ჩერი აურიეთ და მარტივი სალათა მზადაა.
თასში აურიეთ წვრილად დაჭრილი მოცარელა, გახეხილი ჩედარი, კრემყველი, ნივრის ფქვილი და მარილი. ტოსტის პურზე გადაანაწილეთ მიღებული მასა და დაადეთ მეორე პური. პურებს გარეთა მხრიდან წაუსვით დარბილებული კარაქი და მოათავსეთ ტოსტერში ან გრილზე.
თქვენ რომელ კერძში იყენებთ მოცარელას?