5 საუკეთესო მეთოდი, როგორ გაიმარტივო სახლის დალაგების რუტინა - Gemrielia.ge

5 საუკეთესო მეთოდი, როგორ გაიმარტივო სახლის დალაგების რუტინა

 
სახლის დალაგებას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ სასიამოვნო საქმეს, მაგრამ ამის გაკეთება ყველას უწევს. ზოგჯერ სახლის დალაგებას მთელ დღეს ვუთმობთ ან თუნდაც მთელ შაბათ-კვირას. იმისათვის, რომ სახლში არეულობა არ გახდეს ჩაშლილი გეგმების მიზეზი, რამდენიმე პრაქტიკულ მეთოდს შემოგთავაზებთ, რომლებიც დალაგების რუტინას ძალიან გაგიმარტივებთ, საგრძნობლად შეგიმცირებთ დალაგებაზე დახარჯულ დროს და თქვენს სახლში წესრიგსა და სიმყუდროვეს შექმნის. 

 

1. სწორი თანმიმდევრობა

 

დაიწყეთ დალაგება დერეფნიდან და იმ ოთახებიდან, რომლებსაც არც თუ ისე ხშირად იყენებთ. როგორც წესი, ასეთი ადგილები ნაკლებად ბინძურდება. დერეფნის დალაგების შემდეგ გადადით სამზარეულოში. თუ ის ძალიან დასალაგებელია, სანამ ოთახების დალაგებას დაიწყებთ, შეგიძლიათ სამზარეულოს ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ზედაპირებს დაასხათ სპეციალური საწმენდი ხსნარი, რომელიც ადნობს ჩამჯდარ ცხიმს და ჭუჭყს. ამგვარად დაზოგავთ დროს და ძალისხმევას. აბაზანა-ტუალეტი ბოლოსთვის მოიტოვეთ, რადგან ხშირად მოგიწევთ ბინძური წყლის გადაღვრა და ჩვრების რეცხვა. თუ აბაზანით დაიწყებთ, ტუალეტი, ნიჟარა და, შესაძლოა, იატაკი, თავიდან მოსარეცხი გახდეს. 

 

2. ზემოდან ქვემოთ

 

 
კიდევ ერთი რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო და ენერგია: დალაგება დაიწყეთ პრინციპით „ზემოდან ქვემოთ“. დაიწყეთ კარნიზებით, ზედა თაროებით, ჭაღებით, კარადის თავებით, ნელ-ნელა გადადით კარადებზე, ტექნიკაზე, კომოდებზე, მაგიდებზე, დივნებზე და სავარძლებზე. სხვანაირად, მტვერი და მცირე ნაგავი ზედა თაროებიდან და ავეჯის თავებიდან, გარანტირებულად აღმოჩნდება ქვემოთ და ერთი და იმავე საქმის გაკეთება ხელახლა მოგიწევთ. 

 

3. გამოიყენეთ ტილო მიკროფიბრას შემადგენლობით

 

 
დალაგების პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არის ტილოა! მის შერჩევას არ ვუთმობთ სათანადო ყურადღებას და თავად ვირთულებთ ცხოვრებას. არ გამოიყენოთ ძველი, არასაჭირო ტანსაცმელი და პირსახოცები ტილოებად. ასეთი ქსოვილები ცუდად წმენდს ზედაპირებს,  ტოვებს ბოჭკოებს და ბუსუსებს, რაც ხელახლა გასაწმენდი ხდება.

 

კომპანია Vileda-ს 100% მიკროფიბრის შემადგენლობის ტილო ბაქტერიების 99%-ს მხოლოდ წყლით აშორებს. ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქცია ბაზარზე არის Vileda-ს იატაკის საწმენდი „ტურბო სმარტი“, რომელიც ნებისმიერი ტიპის იატაკიდან აშორებს ბაქტერიებს, მოჰყვება ტევადი სათლი, რომელიც სატერფულის დახმარებით, ხელების დასველების გარეშე წურავს ტილოს. მოპის გარეცხვა შესაძლებელია სარეცხ მანქანაში. ასევე, შეგიძლიათ ცალკე შეიძინოთ მიკროფიბრას სათადარიგო თავები. „ტურბო სმარტი“ მარტივად წმენდს რთულად მისაწვდომ ადგილებს და ოთახის კუთხეებს, რაც მისი ძალიან მოსახერხებელი სისტემის და სამკუთხა ფორმის დამსახურებაა. ხშირად ცვალეთ სათლში წყალი, ეს მარტივი წესი დაგეხმარებათ იდეალური სისუფთავის მიღებაში. 

 

 

4. მოატარეთ მტვერსასრუტი სველი წესით დალაგების წინ

 

დაიმახსოვრეთ ოქროს წესი: ჯერ გაწმინდეთ მტვერი, შემდეგ მოატარეთ მტვერსასრუტი და მხოლოდ ამის შემდეგ მორეცხეთ იატაკები. ასეთი თანმიმდევრობა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მტვერსასრუტი აშორებს მტვრის ნარჩენს, რომელიც კარადის თავიდან იატაკზე ჩამოდის. 

 

5. გაიმარტივეთ საშხაპე კაბინის დასუფთავება

 

საშხაპე კაბინის მინების წმენდაზე შეიძლება მთელი დღე დახარჯოთ და მაინც ვერ მიიღოთ საჭირო შედეგი. შრომის შესამსუბუქებლად შეიძინეთ სპირტის შემცველი მინის საწმენდი სითხე და გაწმინდეთ საშხაპის კედლები ყოველი გამოყენების შემდეგ.  

 

არ არის საჭირო სახლის დალაგებაზე დიდი დროის ხარჯვა, როცა არსებობს საშუალებები, რომლებიც დალაგების რუტინას გაგიმარტივებთ. ეცადეთ, არ მოცდეთ და არ გადაიტანოთ ყურადღება სხვა რამეზე. დააყენეთ წამზომი, ჩართეთ სასიამოვნო მუსიკა და საქმეს შეუდექით.