რაც ეს მეთოდები მასწავლეს, ტაფებს წამებში ვაპრიალებ - სცადეთ თქვენც! - Gemrielia.ge

რაც ეს მეთოდები მასწავლეს, ტაფებს წამებში ვაპრიალებ - სცადეთ თქვენც!

 

ალბათ, ყველასათვის უსიამოვნო მომენტია საყვარელ ჭურჭლზე ლაქებისა და ჟანგის გაჩენა, მაგრამ საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე გამოსავალი. 

 

გავწმინდოთ ტაფა კეტჩუპით

 

თუ ტაფის ზედაპირზე ჟანგის მძიმე სქელ ფენას ხედავთ, მოაცილეთ ლითონის საფხეკით. თუმცა, ფრთხილად იყავით, რომ არ დააზიანოთ თავად ჭურჭლის ზედაპირი. შემდეგი, ჩამობანეთ ტაფა თბილი წყლით.

 

ღრუბლით წაუსვით კეტჩუპის სქელი ფენა. დატოვეთ სოუსი ზედაპირზე, 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ, ტაფაზე კარგად გაწურეთ კეტჩუპი, ცოტა ხნის შემდეგ კეტჩუპი ფერს შეიცვლის და უფრო მუქი გახდება.

 

 

 

 

ჩამორეცხეთ სოუსი გამდინარე, თბილი წყლით, თუ პროცედურამ პირველად არ გაამართლა, გაიმეორეთ.

 

 

ლაქების მოშორება თუჯის ტაფაზე 

 

 

ტაფიდან ჟანგის მოცილება შეგიძლიათ არა მხოლოდ კეტჩუპის დახმარებით, ამ შემთხვევაში, გამოგადგებათ ნებისმიერი გაზიანი სასმელი. მთავარია, რომ შეიცავდეს ორთოფოსფორის მჟავას (მჟავიანობის რეგულატორი E338). ჩაასხით სასმელი წინასწარ გაწმენდილ ტაფაში და გააჩერეთ დაახლოებით 30 წუთით. შემდეგ გარეცხეთ ღრუბლით.

 

 

 

ტაფის გაწმენდის შემდეგ, ჭურჭელი აუცილებლად უნდა დამუშავდეს ზეთით. ამისათვის წაუსვით მცირე რაოდენობა ქსოვილს და შეაზილეთ ტაფას, ორივე მხარეს. ყოველი გახეხვის შემდეგ ტაფა შედგით ღუმელში. 250 გრადუსზე, ერთი საათით.

 

გაწმენდილი თუჯის ქვაბის ზეთით დამუშავება ტაფის ზედაპირს პირვანდელ იერს აღადგენს. გახსოვდეთ, რომ ცხელი ტაფის მკვეთრი გაგრილება არ შეიძლება, მითუმეტეს, ცივი წყლის დასხმა.

 

 

 თუჯის ნაწარმის სწორი მოვლა მათი გრძელვადიანი მოხმარების გარანტიაა!