მიიღეთ ხორცი, ნახშირწყლები... და კიდევ 6 რჩევა შემოდგომაზე წონაში დასაკლებად - Gemrielia.ge

მიიღეთ ხორცი, ნახშირწყლები... და კიდევ 6 რჩევა შემოდგომაზე წონაში დასაკლებად

 

შემოდგომის დადგომასთან ერთად კარადებიდან უკვე თბილი ტანსაცმელი გადმოვიღეთ. ცივ ამინდებში გვინდა პლედის ქვეშ დავიმალოთ, გემრიელი ფუნთუშებით, ბუტერბროდებით და სურნელოვანი ცხელი შოკოლადით გავთბეთ. მაგრამ ვივიწყებთ ფიგურას, რომლის სრულყოფასაც მთელი ზაფხული ვცდილობდით...

 

შემოდგომა-ზამთრის ცივ ამინდებში ძნელია თავი ვაიძულოთ და დილაობით სარბენად გავიდეთ , საღამოს კი ტელევიზორთან ჯდომა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე სარბენ ბილიკზე ოფლის ღვრა. ამასთანავე, შემოდგომით განწყობა და მოტივაცია უფრო ნაკლებია, სამსახურში დატვირთვა იზრდება, დღის ხანგრძლივობა მცირდება.


იმისათვის, რომ ფიგურასთან ერთად შემოდგომით კარგი განწყობაც შევინარჩუნოთ, რამდენიმე მარტივი რჩევის გათვალისწინება არ გვაწყენდა.

 

გავზარდოთ ძილის ხანგრძლივობა სულ რაღაც 1 საათით - ასე უკეთ ვიგრძნობთ თავს ფიზიკურად. ორგანიზმს ეს უფრო დაეხმარება დაღლილობასთან და აპათიასთან ბრძოლაში, ვიდრე საკვები.

 

მივიღოთ მეტი ბოსტნეული და ხილი - რომელიც ამ დროს ჯერ ისევ უხვადაა - ვაშლი, მსხალი, ყურძენი, ქლიავი, სხვადასხვა კენკრა, გოგრა, კომბოსტო, სტაფილო, ბადრიჯანი, ისპანახი და ა.შ. მათგან უამრავი დაბალკალორიული კერძის მომზადება შეიძლება 

 

 

შევიძინოთ ფიტნეს კლუბების აბონიმენტი - უამრავი კლუბი აცხადებს ფასდაკლებას, რომლით სარგებლობაც სხვადასხვა ვებ-გვერდების საშუალებით შეგვიძლია. უმჯობესია თუ საღამოს ჯგუფებში ჩავეწერებით - ასე ძილის წინ ჭამასაც ავარიდებთ თავს

 

მივიღოთ ნახშირწყლები - შემოდგომით, მათზე მთლიანად უარის თქმა არ ღირს. რაციონში აუცილებლად უნდა ჩავრთოთ მარცვლეული: წიწიბურა, ბრინჯი, ხორბალი, შვრია.

 

მივირთვათ ხორცი - ნოყიერიცაა და ზომიერი რაოდენობით აუცილებელიც. ცივ ამინდებში ორგანიზმს მეტი ენერგია სჭირდება, ცილა კი ამის შესანიშნავი წყაროა.

 

მოვამზადოთ ცხელი წვნიანები - ბოსტნეულის სუპები გაგვათბობს და ზედმეტი კალორიების გარეშე დაგვანაყრებს კიდეც.

 

 

ტკბილეულის ნაცვლად, წასახემსებლად ხილი ან რძის პროდუქტი მივიღოთ - მაგრამ თუ ტკბილის მირთმევის სურვილს ვერაფერს ვუხერხებთ, არჩევანი თაფლზე, ჩირეულზე, თხილეულზე შევაჩეროთ.

 

დილით მსუბუქი ვარჯიში, საღამოს კი კონტრასტული შხაპი - საშუალებას მოგვცემს მთელი დღე შევინარჩუნოთ ენერგია.