კარგია დიაბეტიანებისთვის, რკინის რაოდენობით უსწრებს ჭარხალს... - უნიკალური მცენარე, რომელსაც უნდა იცნობდეთ
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული გვიზიარებს საინტერესო ინფორმაციას მიწავაშლას შესახებ.
მიწისვაშლი, მიწავაშლა - ტოპინამბური, მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, მას ბოლქოვანი ფესვი აქვს, რომელიც მისი ნაყოფია. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, მიკრო- და მაკროელემეტებს:
✔ ვიტამინი B
✔ ვიტამინი C
✔ რკინა
✔ მარილები,
✔ კალციუმი,
✔ კალიუმი,
✔ ნატრიუმი,
✔ მაგნიუმი,
✔ ფოსფორი,
✔ თუთია,
✔ მარგანეცი,
✔ ქრომი,
✔ სპილენძი.
მასში დიდი რაოდენობით არის ინსულინის შემცველი ინულინი, რომელიც სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულებისათვის, რადგან ის შაქრის დამშლელია.
რკინის რაოდენობით მიწავაშლა უსწრებს ისეთ ბოსტნეულებს, როგორიცაა ჭარხალი და სტაფილო.
მისი მირთმევა შეგიძლიათ, როგორც მოხარშული და შემწვარი, ასევე უმ მდგომარეობაში. დაიმახსოვრეთ რომ უმი მიწავაშლა უფრო სასარგებლოა, ვიდრე მოხარშული და შემწვარი.
თქვენ თუ გიყვართ მიწავაშლა?