საბურთალოს „სითი მოლში“ „გორგია ტექნიკა“ იხსნება
ჰიპერმარკეტების ქსელმა „გორგიამ“, რომელიც საქართველოს მასშტაბით 10 ფილიალითაა წარმოდგენილი და მომხმარებელს მუდამ ანებივრებს ყველაზე დაბალი ფასებითა და მრავალფეროვანი პროდუქციით, ახალ კონცეფციას - „გორგია ტექნიკას“ - ჩაუყარა საფუძველი.
23 ნოემბერს თბილისში, „საბურთალოს სითი მოლის“ ფილიალში, „გორგია ტექნიკის“ გახსნა გაიმართება.
„გორგია ტექნიკა“ კომპანიის წარმოადგენს ახალ კონცეფციას, რომელიც პირველად საბურთალოს „სითი მოლში“ განხორციელდა და ერთგულ მომხმარებლებს სასურველ ტექნიკას ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზებს.
„მოხარული ვართ, რომ რთული ეკონომიკური და პანდემიური სიტუაციის მიუხედავად, ვაგრძელებთ ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას. „გორგია ტექნიკა“ გულისხმობს არამხოლოდ მეტი კომფორტისა და ასორტიმენტის შეთავაზებას მოსახლეობისთვის, არამედ ახალ სამუშაო ადგილებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის,“ - აღნიშნავენ „გორგიას“ წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, კომპანია „გორგია“ 1998 წელს დაარსდა. ჰიპერმარკეტის ფილიალებში 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტია წარმოდგენილი.
კომპანია ყოველთვის პასუხობს მომხმარებელთა საჭიროებებს, ახალი კონცეფციის მქონე მაღაზიაც სწორედ მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტისა და უმაღლესი ხარისხის მომსახურების შეთავაზებას ემსახურება. R