როდის და რატომ არ შეიძლება კარტოფილის მირთმევა - ექიმები გვირჩევენ - Gemrielia.ge

როდის და რატომ არ შეიძლება კარტოფილის მირთმევა - ექიმები გვირჩევენ

 

კარტოფილი ყველასათვის საყვარელ კერძად ითვლება. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ შეიძლება საზიანოც იყოს მისი მიღება. 

 

კარტოფილი ნამდვილად კარგად აჯერებს სხეულს და აძლევს მას საჭირო ვიტამინებს. მაგრამ როდის და რატომ არ შეიძლება მისი მიღება? გიზიარებთ ექიმების მოსაზრებას: 

 

კარტოფილი, მართლაც, ძალიან ჯანსაღია, თუ ზომიერად მიიღებთ. ეს არის ბოჭკოების, მინერალების, ვიტამინებისა და ანტიოქსიდანტების წყარო. ბოსტნეული შეიცავს ნატრიუმსა და კალიუმს, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის კოორდინირებული მუშაობისთვის. ხოლო ვიტამინები C და B6 აქტიურად მონაწილეობენ იმუნურ პროცესებში.

 

 

ვისთვის არ შეიძლება კარტოფილი?

 

ექიმები არ გვირჩევენ კარტოფილს დაბალი მჟავიანობისა და გასტრიტის დროს. შაქრიანი დიაბეტისა და მეტაბოლური დარღვევებისას, კარტოფილი მკაცრად აკრძალულია.

 

ამ პოპულარულ ბოსტნეულს აქვს მაღალი გლიკემიური იანდექსი - 70 ერთეულზე მეტი. ხშირად ადამიანები მოიხმარენ კარტოფილის დიდ რაოდენობას, ამან შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. ამ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. 

 

 

 

რა ფორმით არის კარტოფილი უფრო ჯანსაღი?

 

სასურველია კარტოფილი მოხარშოთ, უმჯობესია, ორთქლზე. შეამცირეთ შემწვარი კარტოფილის მიღება, რადგან ის შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებსა და არასასურველ ცხიმებს.