როგორ ჩავდგეთ ფორმაში ახალ წლამდე - ყველაზე მარტივი დიეტა - Gemrielia.ge

როგორ ჩავდგეთ ფორმაში ახალ წლამდე - ყველაზე მარტივი დიეტა

„როგორ დავიკლოთ წონაში რეალურად, ახალ წლამდე?“ - ალბათ ყოველი მეორე ქალი უსვამს ამ კითხვას საკუთარ თავს და მიზანს დღესასწაულამდე რამდენიმე კვირით ადრე ისახავს, მაგრამ რამდენი აღწევს ამ მიზანს? - სავარაუდოდ, ერთეულები.

 

საქმე წონის დაკლების არასწორ მიდგომაშია. ერთ თვეში 10 კილოგრამის დაკლება ნორმალური გზებით, რომელიც ორგანიზმს ზიანს არ მიაყენებს, შეუძლებელია, მაგრამ რამდენიმე კილოგრამის მოშორება, სხეულის ფორმაში მოყვანა და ერთი-ორი ზომით პატარა, მომდგარ კაბაში ჩატევა, საკმაოდ რეალისტურია. მთავარია გქონდეს მკაფიო გეგმა, სწორად შერჩეული დიეტა და იცოდე, საიდან დაიწყო.
 

რისი გაკეთება არ შეიძლება?

 

მკაცრი დიეტა და შიმშილობა! მკაცრი დიეტის პრინციპია ძალიან ცოტა ჭამა. ამგვარად, თქვენ ორგანიზმს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ელემენტებს და ვიტამინებს ართმევთ. დაუშვებელია შიმშილობაც. იმისთვის, რომ იარსებო, უნდა იკვებო - ასეთია ბუნების კანონი. განტვირთვის დღე თვეში ერთხელ, სხვა საქმეა, მაგრამ შიმშილობა - სხვა. თუ გახდომას ახალი წლის წინ აპირებთ, წარმოიდგინეთ: ერთი თვე თითქმის არაფერს ჭამთ და შემდეგ, სადღესასწაულო სუფრასთან ჯდებით. ამისთვის ორგანიზმი ნამდვილად არ გეტყვით მადლობას.

 


როგორი უნდა იყოს კვება?
 

ყველაფერი ძალიან მარტივია: იმისათვის, რომ გახდე, საჭიროა სწორი დიეტა, ვარჯიში და ცხოვრების წესის შეცვლა. პირველ რიგში, იპოვეთ მოტივაცია. მაგალითად, წარმოიდგინეთ, როგორი მომხიბვლელი იქნებით მომდგარ შავ კაბაში.
დაიწყეთ კვებით. რა თქმა უნდა, უარის თქმა მოგიწევთ სნექებზე, ტკბილეულზე, ცხიმიან საჭმელსა და გაზიან სასმელებზე. სწრაფადმოქმედი დიეტის არსი შემდეგია: ნაკლები ნახშირწყლები და მარილი, მეტი პროტეინი, წყალი, ხილი და ბოსტნეული.

 

საუზმე (აირჩიეთ ერთ-ერთი)

 

1. ბალახის ჩაი, თბილი სენდვიჩი გახუხული პურით, სალათის ფოთლებით, მოხარშული კვერცხითა და შაშხით. გაითვალისწინეთ, რომ დაბალკალორიული შაშხი შეარჩიოთ. პროდუქტების კალორაჟი განსხვავდება მწარმოებლების მიხედვით. მაგალითად, „ნიკორას“ წარმოების „მანდოლინა“ ან „ჩალაღაჯი“ ერთ–ერთი ყველაზე დაბალკალორიულია („მანდოლინა“ 153 კკალ-ს შეიცავს, 100 გრამ პროდუქტზე, ხოლო „ჩალაღაჯი“ კლასიკური - 123 კკალ-ს).

 

2. ბალახის ჩაი, 2 ცალი მოხარშული სოსისი და 200 გ. უცხიმო წიწიბურა. არც აქ არ დაგავიწყდეთ შეფუთვაზე კალორაჟის წაკითხვა და ისე შეარჩიეთ ყველაზე დაბალკალორიული პროდუქტი. მაგალითად, სოსისი „მიუნხენური“.

 

3. ბალახის ჩაი, ომლეტი 2 კვერცხისგან, 1 ნაჭერი ყველი.

 

ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი დიეტურ რაციონში, სწორად შერჩეული პროდუქტებია. მათში დაბალანსებული უნდა იყოს ვიტამინების, მინერალების და ნახშირწყლების რაოდენობა, რომ ყოველდღიურად, ორგანიზმმა საჭირო რაოდენობის „საწვავი“ მიიღოს.

 

გახუხული ტოსტის პური

 

სასიამოვნოა დღის დაწყება, როცა საუზმეზე ხრაშუნა და გემრიელი ტოსტის პური გველოდება. პური ბევრისთვის შეუცვლელი ყოველდღიური პროდუქტია, რომელიც შეიცავს ვიტამინებს, მიკროელემენტებს, ბოჭკოებს, რაც ადამიანს სასიცოცხლოდ აუცილებელ ენერგიას აძლევს. საჭმლის მონელებისთვის ბევრად ჯანსაღი და სასარგებლოა გახუხული პური. ის ნაკლებად აზიანებს კუჭს. ახლადგამომცხვარი პური ხშირად იწვევს შებერილობას, მეტეორიზმს. გახუხული კი ორგანიზმში ცხიმის შეწოვის სიჩქარეს ამცირებს, რაც წონის კლებას უწყობს ხელს.

 

ხილ-ბოსტნეული

 

დიეტოლოგები თვლიან, რომ ხილს და ბოსტნეულს ორგანიზმისთვის „ცოცხის“ ეფექტი გააჩნია. უჯრედისი, რომელსაც ისინი შეიცავენ, წმენდს ნაწლავებს. ამას გარდა, ხილი და ბოსტნეული გაცილებით მეტ ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს, ვიდრე მაკარონი, ბრინჯი და წიწიბურა.

 

კვერცხი

 

კვერცხი კვების ერთ-ერთი სასარგებლო პროდუქტია. მასში დიდი რაოდენობით არის რკინა, ამინომჟავები და ანტიოქსიდანტები. კვერცხი D ვიტამინის საუკეთესო წყაროა. ამ ვიტამინს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ძვლებისა და კბილების ზრდა განვითარებისთვის. ის იმ მხრივაც არის სასარგებლო, რომ კალციუმს შთანთქავს, რომელიც აუცილებელია ნივთიერებათა ცვლის, საჭმლის მომნელებელი სისტემის და გულის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

 

ხორცპროდუქტები

 

ხორცპროდუქტებიდან, საჭირო რაოდენობით ცილებს, პროტეინს და რკინას - შაშხი შეიცავს. ამ კომპონენტების რაციონიდან გამორიცხვა ძალიან საშიშია. დიეტის რაციონში აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს ნაკლებცხიმიანი და დაბალკალორიული შაშხი, ამიტომ, ის ყურადღებით უნდა შეარჩიოთ.

 

ბალახის ჩაი

 

ბალახის ჩაი ძალიან ეფექტურია დიეტის დროს. განსაკუთრებით გვირილის ჩაი, რომელიც ძალიან სასარგებლოა კუჭ-ნაწლავისთვის.

 

სადილი (აირჩიეთ ერთ-ერთი)

 

1. სალათი ქათმის ძეხვით, პომიდორი ჩერით, მწვანილითა და დიჟონის მდოგვით; ხილი.

 

2. თევზის ფილე ბოსტნეული სალათით; გახუხული ტოსტის პური; ხილი.

 

3. 250 მლ. ბოსტნეულის სუპი; სალათის ფოთლები კიტრით, ბულგარული წიწაკითა და პომიდორით.


 

ბოსტნეულის სუპი

 

უცხიმო ბოსტნეულის წვნიანი კარგად დაგანაყრებთ. ის შეგიძლიათ მიირთვათ, როცა მოგშივდებათ. მთავარია, რომ წვნიანში ყველა ინგრედიენტი მოხარშული იყოს.

 

თევზი

 

თევზი ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელსაც, ყველა სიკეთესთან ერთად, მაღალი კვებითი ღირებულება გააჩნია. ის ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს და ორგანიზმისთვის შეუცვლელი პროდუქტია. მისი მინერალური შემადგენლობა ხელს უწყობს ადამიანის აქტიურ, გონებრივ და ფიზიკურ მუშაობას.

 

ქათმის ძეხვი

 

ქათმის ძეხვი დიეტურ პროდუქტად მიიჩნევა, რადგან ის ძალიან მარტივად მონელებადია. 100 გრამ პროდუქტში მხოლოდ 117 კალორიაა.

 

ვახშამი (აირჩიეთ ერთ-ერთი)

 

1. „ნიკორას“ მოხარშული სოსისი „მიუნხენური“ ბოსტნეულის გარნირით, ნატურალური იოგურტი, ან მაწონი.

 

2. ყავისფერი ბრინჯი, შაშხი „მანდოლინა“ 2 ნაჭერი, ვაშლი.

 

3. ნაჭერი ქათმის მოხარშული ძეხვი (117 კკალ. 100 გრამ პროდუქტზე); მოთუშული, ან გამომცხვარი ბოსტნეული, ბალახის ჩაი.


 

ყავისფერი ბრინჯი

 

ყავისფერი ბრინჯი ძალზე სასარგებლო პროდუქტია. ის შეიცავს ნახშირწყლებს და B1, B2,B3 და B6 ჯგუფის ვიტამინებს. ყავისფერი ბრინჯი გაჯერებულია მიკროელემენტებით, რომლებიც სწორი ნაწლავის კიბოს წარმოქმნას უშლის ხელს.
ყავისფერ ბრინჯში შემავალი ცილები და ნახშირწყლები წარმოქმნის ენერგიას, რომელიც აუცილებელია სრულყოფილი ცხოვრებისთვის, განსაკუთრებით დიეტის დროს. ის ასევე მნიშვნელოვანი ცხიმოვანი მჟავების გამომუშავებას უწყობს ხელს და გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე თეთრი ბრინჯი.

 

სოსისი „მიუნხენური“

 

სოსისი „მიუნხენური“ დაბალანსებულად შეიცავს საქონლის, ღორის და ქათმის ხორცს. საკმაო რაოდენობის ცილებს და ცხიმებს. სხვა სოსისებთან შედარებით, ყველაზე დაბალკალორიულია და ნებადართულია დიეტის დროს. სასურველია, მიირთვათ მოხარშული სახით.
 

 

ამ მენიუთი შეგიძლიათ იკვებოთ 4 კვირის განმავლობაში. მოიფიქრეთ ახალი კერძები, ექსპერიმენტები ჩაატარეთ რაციონში დაშვებული პროდუქტებით და არ დაგავიწყდეთ საჭირო რაოდენობის სითხის მიღება და ჯანსაღი ხემსი (ნატურალური იოგურტი, აირანი, უცხიმო მაწონი, ხილი), მსუბუქი შიმშილის გრძნობის მოსაკლავად.