„ფინალი ძალიან აზარტული იქნება, აუცილებლად უნდა ნახოთ!“ – 28 ნოემბერს „მასტერშეფის“ VI სეზონის გადამწყვეტი ბრძოლა შედგება - Gemrielia.ge

„ფინალი ძალიან აზარტული იქნება, აუცილებლად უნდა ნახოთ!“ – 28 ნოემბერს „მასტერშეფის“ VI სეზონის გადამწყვეტი ბრძოლა შედგება

 

მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შოუს ქარ­თუ­ლი ანა­ლო­გის „მას­ტერ­შე­ფის“ VI სე­ზო­ნის გრან­დი­ო­ზულ ფი­ნა­ლამ­დე მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღე რჩე­ბა. ფი­ნალ­ში ერ­თმა­ნეთს რუსო და­უშ­ვი­ლი, მა­რი­კა კო­პა­ლი­ა­ნი და დი­მიტ­რი რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი შეხ­ვდე­ბი­ან. სა­მი­ვე მათ­გან­მა მა­ყუ­რე­ბელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­ა­მახ­სოვ­რა თავი და, რო­გორც ამ­ბო­ბენ, წინ და­უ­ვი­წყა­რი შოუ გვე­ლო­დე­ბა.

 

დი­მიტ­რი რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი „მას­ტერ­შე­ფის“ ჟი­უ­რიმ კას­ტინგზე­ვე გა­მო­არ­ჩია და მას ოქ­როს წინ­სა­ფა­რი გა­დას­ცა. რო­გორც იგი „გემ­რი­ე­ლი­ას­თან“ სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, გზა, რო­მე­ლიც ფი­ნა­ლამ­დე გა­ი­ა­რა, რთუ­ლი, მაგ­რამ, ამავდრო­უ­ლად, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო აღ­მოჩ­ნდა:

 

„რაც უფრო უახ­ლოვ­დე­ბი ფი­ნალს, მით უფრო ხვდე­ბი, რომ საქ­მე სე­რი­ო­ზუ­ლად არის და უბ­რა­ლოდ თა­მაშ­ში არ ხარ. თა­ვი­დან, რო­დე­საც შე­სარ­ჩევ ტურ­ში მოვ­დი­ო­დი, არც კი მე­გო­ნა, თუ თორ­მე­ტე­ულ­ში მოვ­ხვდე­ბო­დი, რად­გან ზედ­მე­ტად თვითკრი­ტი­კუ­ლი ვარ. მაგ­რამ, ოქ­როს წინ­სა­ფა­რი რომ ავი­ღე, მივ­ხვდი, რა­ღაც კარ­გს ვა­კე­თებ­დი. პრო­ექ­ტმა 11 უკარ­გე­სი ადა­მი­ა­ნი გა­მაც­ნო და, ამას გარ­და, მომ­ცა ძა­ლი­ან დიდი სა­შუ­ა­ლე­ბა თვით­გან­ვი­თა­რე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი კუ­თხით, მას­წავ­ლა დრო­ის მე­ნე­ჯმენ­ტი. სულ სწავ­ლა, თვით­გან­ვი­თა­რე­ბა და ვარ­ჯი­ში – ასე­თი იყო მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი. მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან მა­გა­რი შოუ ელო­დე­ბა, პი­რა­დად ჩემ­გან კი – სხვა­დას­ხვა, უც­ნა­უ­რი გე­მო­ე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან შე­თა­მა­შე­ბა. მერ­წმუ­ნეთ, ფი­ნა­ლი ძა­ლი­ან აზარ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ნა­ხოთ,“ - აღ­ნიშ­ნავს დი­მიტ­რი.

 

მა­რი­კა კო­პა­ლი­ა­ნი იმ კონ­კურ­სან­ტებს შო­რის არის, რომ­ლებ­მაც პირ­ვე­ლი ტუ­რი­დან ფი­ნა­ლამ­დე დიდი პროგ­რე­სი გა­ნი­ცა­დეს და ჟი­უ­რის წევ­რე­ბიც კი გა­ა­ო­ცეს. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, „მას­ტერ­შეფ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა მის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო:

 

„პირ­ვე­ლად რო­დე­საც მი­ვე­დი ქას­თინგზე, ფიქ­რა­დაც არ მქონ­და, რომ თორ­მე­ტე­ულ­ში მოვ­ხვდე­ბო­დი. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი სა­ფე­ხუ­რი­დან სა­ფე­ხურ­ზე გა­დას­ვლი­სას, მაგ­რამ შე­ფე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვხვდე­ბო­დი რომ კმა­ყო­ფი­ლე­ბი იყ­ვნენ. არც იმას ვე­ლო­დი, რომ ფი­ნა­ლის­ტებს შო­რის და­მა­სა­ხე­ლებ­დნენ. რა თქმა უნდა, ეს ფაქ­ტი, ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი და სა­სი­ხა­რუ­ლო იყო. „მას­ტერ­შეფ­ში“ გა­ტა­რე­ბუ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ვი­ზარ­დე, ვის­წავ­ლე უამ­რა­ვი რამ, ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, შე­ვი­ძი­ნე ძა­ლი­ან კარ­გი მე­გობ­რე­ბი. ვთვლი, რომ ყვე­ლა ჩვენ­განს გა­ნუ­ვი­თარ­და სტრე­სულ გა­რე­მო­ში მუ­შა­ო­ბის, სწრა­ფი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის, დე­ტა­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის უნა­რი და ა.შ. მა­ყუ­რე­ბელს სა­ინ­ტე­რე­სო ფი­ნა­ლი ელო­დე­ბა. გპირ­დე­ბით, რომ ჩემი სეტი არ იქ­ნე­ბა მო­ნო­ტო­ნუ­რი და მო­სა­წყე­ნი, არა­მედ გა­ჯე­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი შოუს ელე­მენ­ტე­ბით,“ - ამ­ბობს მა­რი­კა.

 

 

რუსო და­უშ­ვი­ლი ერთ-ერ­თია იმ მო­ნა­წი­ლე­თა­გან, რომ­ლებ­საც კუ­ლი­ნა­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა არ მი­უ­ღია, თუმ­ცა ამას ხელი არ შე­უძ­ლია მის­თვის, რომ ჟი­უ­რი­სა და მა­ყუ­რებ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი და­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ნა. ამი­ტომ რუსო „გემ­რი­ე­ლი­ას­თან“ აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს პრო­ექ­ტი მის­თვის დიდი გა­მოწ­ვე­ვა იყო:

 

„არას­დროს მი­ფიქ­რია მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა­ზე, მაგ­რამ ჩემი მე­გობ­რე­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით გა­ვე­დი. წინ­საფ­რის აღე­ბის მო­ლო­დი­ნიც კი არ მქონ­და, შემ­დეგ ამ ყვე­ლა­ფერს მი­ვუ­დე­ქი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი კუ­თხით, ყო­ვე­ლი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ვცდი­ლობ­დი მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­მე­ღო, მზად ვი­ყა­ვი ყვე­ლაფ­რის­თვის, თუნ­დაც იმის­თვის, რომ რამე არ გა­მო­მი­ვი­დო­და. იმ­დე­ნი რამე ვის­წავ­ლე შე­ფე­ბის შე­ნიშ­ვნე­ბი­სა და მი­თი­თე­ბე­ბის­გან, რომ ვა­რა­უ­დის დო­ნე­ზეც არ მქონ­და ფი­ნალ­ში მოხ­ვედ­რა. მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სეტი ელო­დე­ბა ჩემ­გან. ვიცი, რომ ბეწ­ვის ხიდ­ზე გავ­ლას ჰგავს და ვნა­ხოთ, რო­გორ ჩა­ივ­ლის ჩემი მცდე­ლო­ბა. გპირ­დე­ბით, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ფი­ნა­ლი იქ­ნე­ბა,“ - აღ­ნიშ­ნავს რუსო.

 

შე­გახ­სე­ნებთ, „მას­ტერ­შე­ფის“ მე­ექ­ვსე სე­ზო­ნის გრან­დი­ო­ზუ­ლი ფი­ნა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში კვი­რას, 22:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

 

თქვენ ვის გულ­შე­მატ­კივ­რობთ?

 

ავ­ტო­რი: მო­ნი­კა ბიგ­ვა­ვა