ჯადოსნური თვე და მხიარული კონკურსები - წინასაახალწლო განწყობა „სლობოდასთან“ ერთად! - Gemrielia.ge

ჯადოსნური თვე და მხიარული კონკურსები - წინასაახალწლო განწყობა „სლობოდასთან“ ერთად!

 

დეკემბერი წელიწადის ყველაზე ჯადოსნური თვეა. უკვე ძალიან მალე, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაული - ახალი წელი დადგება. წინასაახალწლო განწყობა ყველაზე სასიამოვნო პერიოდია, რომელსაც თან ახლავს მღელვარება, დატვირთული საქმეები, ემოციები და სასწაულების მოლოდინის გრძნობა.
 

 

ამ დროს ყველაფერი სხვანაირად გახარებს: ლამაზად მორთული ქუჩები, არომატული გლინტვაინი, პირველი თოვლი, ფასდაკლებებით აჭრელებული მაღაზიების ვიტრინები... ახლა, როგორც არასდროს, გინდა, ყველაფერი ცუდი ძველ წელს გაატანო და საინტერესო ცვლილებებს გაუღო კარი.

 

 

დეკემბრის მოახლოებასთან ერთად, მთელ მსოფლიოში, სხვადასხვა ბრენდები თუ კომპანიები ცდილობენ მომხმარებლებს წინა საახალწლო განწყობა შეუქმნან. სწორედ წინა საახალწლო განწყობის შესაქმნელად, „სლობოდამ“ მხიარული კონკურსების სერია უკვე დაიწყო!
 

 

„სლობოდა“ ხშირად ანებივრებს ინტერნეტმომხმარებლებს სხვადასხვა კონკურსითა და გათამაშებით.
 

 

„სლობოდური გათამაშების“ სერია რვა მინი კონკურსს გააერთიანებს, რომლის პრინციპი იქნება კითხვებზე სწორი პასუხის გაცემა, რამის გამოცნობა, სხვადასხვა შინაარსის ტექსტის მოფიქრება და სხვ.
 

 

კონკურსები კვირაში ორჯერ, „სლობოდას“ „ფეისბუქის“ გვერდზე დაიდება. ყველაზე ოპერატიული სწორი პასუხის ავტორები, სხვადასხვა სასიამოვნო და საჭირო პრიზებით დასაჩუქრდებიან სამზარეულოს ტექნიკიდან.

 

„სლობოდური კონკურსები“ უკვე დაწყებულია!

 

 

 

პირველ კონკურსს უკვე ჰყავს ორი გამარჯვებული, რომლებმაც პირველებმა გამოიცნეს ყველა რეცეპტი და ელექტრო ჩაიდნებით დასაჩუქრდნენ.

მეორე გათამაშება ახლა მიმდინარეობს და ის მუსიკალური ხასიათისაა - უნდა ჩასვათ სიტყვა "სლობოდა" თქვენი საყვარელი სიმღერის ტექსტში, დააგროვოთ ყველაზე მეტი მოწონება ან გახდეთ ჟიურის რჩეული. გამარჯვებული 30 ნოემბერს, 20:00 საათზე გამოვლინდება და საჩუქრად ბლენდერს მიიღებს.

 

 

 

 

 

და ეს ყველაფერი არ არის!

 

პატარა კონკურსების დასრულების შემდეგ, დეკემბრის შუა რიცხვებიდან ყველაზე დიდი და ჯადოსნური კონკურსი დაიწყება!
 

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა მოამზადონ საახალწლო კერძი. „სლობოდა“ ცხრა გამარჯვებულს გამოავლენს, რომლებიც ასევე დასაჩუქრდებიან სხვადასხვა პრიზით. დეკემბრის ბოლომდე სამზარეულო ტექნიკიდან სულ 25 საჩუქარი გათამაშდება.

 

შეგიძლიათ ახლავე ჩაერთოთ მხიარულ კონკურსში და მოიგოთ „სლობოდური საჩუქრები“!


გაიხალისეთ წინასაახალწლო პერიოდი, მონაწილეობა მიიღეთ წამახალისებელ მინი კონკურსებში და დაელოდეთ მთავარს!
 

თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ კულინარიული ნიჭი ან აპირებთ მოსინჯოთ ძალები და ახალი ჰობი აღმოაჩინოთ, თუ არ გეშინიათ ექსპერიმენტების, დროა, თქვენი შესაძლებლობები გამოავლინოთ.
 

არ გაუშვათ ხელიდან შანსი, დაუმტკიცეთ ყველას და, პირველ რიგში, საკუთარ თავს, რომ ნამდვილად შეგიძლიათ სხვების გაოცება ორიგინალური, ლამაზად გაფორმებული და გამორჩეული საახალწლო კერძით!