„გა­ვარ­კვი­ეთ, სწრაფ და უდა­ნა­კარ­გო შე­დეგს რაც მოგ­ვცემ­და...“ გაიცანით სოფელში გადასახლებული ლოტბარის ოჯახი და კენკროვანი მეურნეობა - Gemrielia.ge

„გა­ვარ­კვი­ეთ, სწრაფ და უდა­ნა­კარ­გო შე­დეგს რაც მოგ­ვცემ­და...“ გაიცანით სოფელში გადასახლებული ლოტბარის ოჯახი და კენკროვანი მეურნეობა

 

აი, ასე, ად­გნენ და სო­ფელ­ში წა­ვიდ­ნენ. ცხოვ­რე­ბა იქ გა­და­წყვი­ტეს, რად­გან ამ ახალ­გაზ­რდა ოჯახ­მა სა­მო­მავ­ლო პერ­სპექ­ტი­ვა სწო­რედ ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა­ში და­ი­ნა­ხა. არა­და, კაკი ლობ­ჟა­ნი­ძე სა­ეკ­ლე­სიო გა­ლო­ბას და ქარ­თულ ხალ­ხურ სიმ­ღე­რას შოთა რუს­თა­ვე­ლის კი­ნო­სა და თე­ატ­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და. პრო­ფე­სი­ით ლოტ­ბარ-შემ­სრუ­ლე­ბე­ლია. ორ სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლში - "ერი­სი­ონ­სა" და "რუს­თავ­ში" ცეკ­ვავ­და.

 

რო­გორც ამ­ბობს, მარ­ნე­ულ­ში ბავ­შვებს ქარ­თულ ხალ­ხურ სიმ­ღე­რა­საც ას­წავ­ლი­და, მაგ­რამ ყო­ველ­თვის იცო­და, რომ მშობ­ლი­ურ კუ­თხეს უნდა დაბ­რუ­ნე­ბო­და და და­უბ­რუნ­და მას შემ­დეგ, რაც და­ო­ჯახ­და.

 

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ლა­გო­დეხ­შია და­ბა­დე­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე მა­რი­ამ უზ­ნა­ძე - არა. კაკი მე­უღ­ლის მად­ლი­ე­რია, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში სოფ­ლად ეცხოვ­რათ, მხა­რი აუბა. მოკ­ლედ თბი­ლი­სი და­ტო­ვეს და ლა­გო­დეხ­ში, ვაშ­ლო­ვა­ნის ნაკ­რძალ­თან, ოჯა­ხის კუთ­ვნილ მი­წის ფარ­თობ­ზე და­სახ­ლდნენ, სა­დაც მე­ურ­ნე­ო­ბაც წა­მო­ი­წყეს. მე­ურ­ნე­ო­ბის მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა კენკრო­ვა­ნი კულ­ტუ­რე­ბია.

 

- ახალ­გაზ­რდა ოჯა­ხის თბი­ლი­სი­დან სო­ფელ­ში გა­დას­ვლა არ არის ად­ვი­ლი...

 

- 13 წლის მან­ძილ­ზე თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ­დი - ჯერ ვსწავ­ლობ­დი, მერე სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლებ­ში ვცეკ­ვავ­დი. ოჯა­ხი რომ შევ­ქმე­ნი, რა­ღა­ცებს ცოტა სხვა­ნა­ი­რად შევ­ხე­დე. ცეკ­ვით ოჯახს ვერ შე­ი­ნა­ხავ, თან წლე­ბიც გე­მა­ტე­ბა, ამან და­მა­ფიქ­რა, მერე შვი­ლის და­ბა­დე­ბის მო­ლო­დინ­მაც იმოქ­მე­და და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა. სა­სურ­ვე­ლია, ბავ­შვი ჯან­საღ გა­რე­მო­ში გა­ი­ზარ­დოს. წინ გა­ვი­ხე­დე და ცხოვ­რე­ბის სტი­ლი შე­ვიც­ვა­ლე და ჩვენს კუ­თხე­ში დავ­ბრუნ­დი.

 

 

- მე­ურ­ნე­ო­ბის წა­მო­წყე­ბაც არ არის ად­ვი­ლი...

 

- კი... გვქონ­და მი­წის ფარ­თო­ბი, სა­დაც სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რა მოჰ­ყავ­დათ - სი­მინ­დი, ხორ­ბა­ლი, ქერი. მი­წას მე­ზობ­ლე­ბი იყე­ნებ­დნენ, ოჯახს მიწა იქ 15 წელი არ და­უ­მუ­შა­ვე­ბია. მთლი­ა­ნო­ბა­ში 2 ჰექ­ტა­რია და 5.000 კვად­რა­ტი და ეს ყვე­ლა­ფე­რი პირ­და­პირ კავ­კა­სი­ო­ნის ძირ­შია...

 

- ამ ფარ­თობ­ზე რა მო­ა­შე­ნეთ?

 

- მრა­ვალ­წლო­ვა­ნი კულ­ტუ­რა გვინ­დო­და, თუმ­ცა არ ვი­ცო­დით, რაზე შევ­ჩერ­დე­ბო­დით, უფრო მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის­კენ ვიხ­რე­ბო­დით. მაგ­რამ მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა გვა­ფიქ­რებ­და, რომ სა­რის­კოა, 3-4 წელი უნდა ელო­დო და თან, არც ისე დიდ ფარ­თობ­ზე მისი გა­შე­ნე­ბა არ ღირ­და, შე­საძ­ლოა, მო­სა­ვა­ლი სე­ტყვა­მაც გა­გი­ნად­გუ­როს. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, სწრაფ და უდა­ნა­კარ­გო შე­დეგს რაც მოგ­ვცემ­და, ეს კენკრო­ვა­ნი კულ­ტუ­რე­ბი იყო. სამ წე­ლი­წად­ში სრულ მო­სა­ვალს იძ­ლე­ვა. უფრო დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ჟოლო გვაქვს, თუმ­ცა მარ­წყვიც და მაყ­ვა­ლიც. ამას­თან, გა­ვა­კე­თეთ კაკ­ლის, თხი­ლის, ქლი­ა­ვის ბაღი. გააგრძელეთ კითხვა