10 რამ, რისი გაკეთებაც სამზარეულოში ახალ წლამდე უნდა მოასწროთ - Gemrielia.ge

10 რამ, რისი გაკეთებაც სამზარეულოში ახალ წლამდე უნდა მოასწროთ

 

დავიწყოთ ახალი წელი სუფთა სამზარეულოდან, ეს ხომ ყოველთვის, ყველასათვის საყვარელი ადგილია, სწორედ ამიტომ, ჩვენ შევადგინეთ სამუშაო სია სამზარეულოსთვის, რომელიც დაგეხმარებათ იმაში, რომ ისედაც წინასაახალწლოდ დატვირთულ პერიოდში რამე არ გამოგრჩეთ:

 

1. დაიწყეთ მაცივრით, გაათავისუფლეთ ზედმეტი და მივიწყებული პროდუქტისაგან, განსაკუთრებით, ეს სიტუაცია საყინულეში გვხვდება. გადაყარეთ ვადაგასული საკვები. 

 

 

 

2.  გამოცვალეთ სამზარეულოს პირსახოცები. 

 

 

 

3. მოიშორეთ ძველი, გაბზარული ჭურჭლეული.

 

 

 

4. მოაწესრიგეთ სამზარეულოს უჯრები. შეიძლება იპოვოთ საოცარი ნივთები, რომელთაგან ბევრი ნამდვილად არ გჭირდებათ ან პირიქით, აღარც გახსოვდათ მათი არსებობის შესახებ.

 

 

 

5. ხშირად სამუშაო ზედაპირის უმეტესი ნაწილი უჭირავს ტექნიკას, რომელსაც ფაქტობრივად არ იყენებთ, მაგალითად, როგორიცაა წვენსაწური ან ჩოფერი. გონივრულად მოახდინეთ თქვენი სივრცის ოპტიმიზაცია, ასე მეტი ადგილი გამოჩნდება სამზარეულოს სივრცეში. 

 

 

 

6. გარეცხეთ ფარდები, ან დაკიდეთ ახალი – სამზარეულოში არსებული ქსოვილები ძალიან დაუცველია და საჭიროებს ფაქიზ მოვლას.

 

 

8. შეცვალეთ საჭრელი დაფა. ძველი საჭრელი დაფები შეიძლება იყოს ბაქტერიების წყარო, ამიტომ აჩუქეთ საკუთარ თავს ახალი დაფა. კარგი იქნება, თუ გადაანაწილებთ და ცალკე გექნებათ დაფა ხორცისთვის, თევზისთვისა და ბოსტნეულისთვის.

 

 

9. გაასუფთავეთ ჩაიდანი, არ აქვს მნიშვნელობა, როგორს იყენებთ, იქნება ეს ელექტრო, თუ გაზქურის. პერიოდულად, ამ ნივთს აუცილებლად სჭირდება გაწმენდა. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონმჟავა. 

 

 

10. განაახლეთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბლები. ყველამ ვიცით, რომ ჭურჭლის სარეცხი ღრუბლები უფრო ხშირად უნდა შეიცვალოს, მაგრამ ეს ცოტას თუ ახსოვს. 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ – მოდის ლურჯი წყლის ვეფხვის წელიწადი - როგორ შევხვდეთ მას ისე, რომ მთელი წელი წარმატებული გვქონდეს