როგორ მოვამზადო ლობიანის გემრიელი გულსართი? - პასუხები გამოცდილი დიასახლისებისგან - Gemrielia.ge

როგორ მოვამზადო ლობიანის გემრიელი გულსართი? - პასუხები გამოცდილი დიასახლისებისგან

 

ლობიანი ერთ-ერთი გამორჩეული და ბევრისთვის საყვარელი კერძია. მისი მომზადება არც ისე მარტივია, გული არ უნდა იყოს ფხვიერი და არ იშლებოდეს მირთმევისას. ჩვენი ფეისბუქჯგუფის გამოცდილი წევრები გიზიარებენ თავიანთ საიდუმლო რეცეპტებსა და ხერხებს:

 

 

„კარგად დაამუშავეთ ლობიო, დაუმატეთ მარილი და ღორის მუცლის ქონი. ლობიო ძალიან გამომშრალი არ უნდა იყოს, თორემ გადმოცვივდება ჭამის დროს. წვენი შეინახეთ და რომ ამოქნით, თუ დასჭირდება, დაამატეთ. კარგად ამოსულ ცომში ჩადეთ და ისე გამოაცხვეთ. ცხიმი ბლომად უნდა. ასევე გადასასმელადაც, რომ გამოცხვება, ეს ქონი წაუსვით ზემოდან. ცივი ღვინოსთან ერთად არაჩვეულებრივია. გაამოთ“ - ედელვაისი

 

 

„ლობიო გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, არ დაჭყლიტოთ და მარტო ზეთით გაათხელეთ, წყალი არ ახმაროთ. როცა ცხიმი აქვს ცოტა და წყალი ბევრი, ამიტომ იფშვნება. ცხიმი არბილებს და ჰაეროვანს ხდის. თქვენ თვითონ მიხვდებით, რამდენი ცხიმი დასჭირდება.ლობიო ბევრ ცხიმს იწოვს. ნელა-ნელა ამატეთ და თან ჩაზილეთ. გამუდმებით სინჯეთ. თქვენ უნდა იგრძნოთ ლობიო მშრალია, თუ ჰაეროვანი. იმდენიც არ უქნათ, რომ გაგითხელდეთ. ყურადღებით იყავით, ცხიმის დამატებისას. ცხიმი ვის როგორც სურს, იმდენი გამოიყენეთ, მაგრამ კლასიკურ ვარიანტს, ზეთი და პილპილი უნდა. მე მოდაღული ხახვით მიყვარს. უფრო რბილი გამოდის. გემრიელად მიირთვით“ - მზია მახარაშვილი.

 

 

„თუ ჩვეულებრივი (გურული) ლობიანი გსურთ, მოხარშეთ ჭრელი, კონა ლობიო. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ ხახვი, ზეთი, შავი პილპილი და მარილი გემოვნებით. გემრიელად მიირთვით“ - ინგა 

 

 

 

 

„რაჭა-ლეჩხუმში სუნელებს და წიწაკას არ იყნებენ ლობიოში. იხმარეთ ცხიმი, რომელიც მოგწონთ და მარილი (ღორის მუცლის გადამდნარ ქონს იყენებენ რაჭა-ლეჩხუმში)“ - ნანა ლეთოდიანი

 

 

„გემოვნების ამბავია, მე მოთუშულ, წვრილად დაჭრილ ხახვს ვუმატებ პილპილს, ცოტა ქონდარს, სვანურ მარილს, ხმელ (სუნელს) ქინძსა და უცხოსუნელს. ოღონდ სანელებლები ძალიან არომატულია და ბევრი არ უნდა. ძალიან კარგი გამოდის“ - ცირა ნინიაშვილი

 

 

ასევე დაგაინტერესებთ - ასე მზადდება ნამდვილი რაჭული ლობიანი - რაჭაში ჩაწერილი საგვარეულო რეცეპტი