ვინ უნდა იყოს მეკვლე 2022 წელს და რა უნდა შემოიტანოს, რომ ხვავი და ბარაქა დაგებედოთ - მიხეილ ცაგარელი გვირჩევს - Gemrielia.ge

ვინ უნდა იყოს მეკვლე 2022 წელს და რა უნდა შემოიტანოს, რომ ხვავი და ბარაქა დაგებედოთ - მიხეილ ცაგარელი გვირჩევს

 

ცნობილი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „პალიტრავიდეოსთან“ ჩაწერილ ინტერვიუში გვირჩევს, როგორი უნდა იყოს მეკვლე და საერთოდ, როგორ უნდა შევხვდეთ 2022 წელს, რათა იგი წარმატებული და ბედნიერი გამოდგეს.

 

„კარგი იქნება, თუ მეკვლე ენერგიული, აქტიური და მებრძოლი სულისკვეთებისა და ოპტიმისტური ხასიათის მატარებელი იქნება,“ - აღნიშნავს მიხეილ ცაგარელი და ამატებს, რომ მეკვლემ ოჯახში უნდა შეიტანოს 6 ცალი მანდარინი, 6 ცალი ფორთოხალი და 6 ცალი ორლარიანი მონეტა, რაც მთავარია, ეს ყველაფერი სიხარულით და ოპტიმიზმით უნდა გააკეთოს.

 

"წელიწადის ძირითადი რიცხვი არის ექვსი: 2022 ჯამში გვაძლევს ექვსს. ამ წელს მართავს გამარჯვების პლანეტა იუპიტერი და ვენერა, რომელიც ფულისა და სიყვარულის პლანეტაა.

 


ძალიან მნიშვნელოვანია, ოჯახის თითოეულ წევრს გვქონდეს სამი ცალი ორლარიანი მონეტა. ახალი წლის სუფრასთან რომ დავსხდებით, სხვა ჭურჭელში უნდა ჩავასხათ წყალი და ჩავუშვათ თითოეულმა ეს სამ-სამი ორლარიანი მონეტა, რომლებმაც დილამდე ჩვენთან ერთად უნდა გაატარონ დრო," - აღნიშნავს მიხეილ ცაგარელი.

 

მისივე თქმით, ეს იმიტომ კეთდება, რომ წყლის სტიქია ფულის ერთ-ერთი მმართველია და სწორედ იგი გააძლიერებს ოჯახში ბარაქას.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2022 წელს ყველაზე მეტად გაუმართლებთ - "ამ ნიშანს ელოდება ბევრი სირთულე"

 

"ეს მოხდება 1-ელ თებერვალს, 09:47 წუთზე, აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ" - მიხეილ ცაგარელი