როგორ მოვხალოთ მზესუმზირა მარტივად – ტაფაზე და მიკროტალღურ ღუმელში - Gemrielia.ge

როგორ მოვხალოთ მზესუმზირა მარტივად – ტაფაზე და მიკროტალღურ ღუმელში

 

მზესუმზირა ბევრისთვის საყვარელი საკნატუნო საჭმელია. მართალია, უმეტესობა ჩვენგანს მზა პროდუქტის ყიდვა ურჩევნია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, რომ მზუსუმზირა მთლიანად თქვენს გემოვნებას ერგებოდეს, მაშინ უმჯობესია მისი სახლში მომზადება.

 

როგორ მოვხალოთ მზესუმზირა ტაფაზე?

 

მზესუმზირის ტაფაზე მომზადება, ალბათ ყველაზე პოპულარული ვარიანტია. თუმცა, როგორ უნდა მოვხალოთ თესლები ისე, რომ არ გამოშრეს? მარცვლების მოხალვას ბევრი ნიუანსი აქვს, რომელთაგან პირველია პროდუქტის არჩევა, შეეცადეთ უპირატესობა მიანიჭოთ საშუალო ზომის მარცვლებს, შეწვის შემდეგ საკმაოდ გემრიელი და ცხიმიანი იქნება.

 

 

 

შეძენილი მზესუმზირის თესლი გარეცხეთ გამდინარე წყალში, მუდმივად აურიეთ, ამ გზით, ფერმენტები სრულად ჩამოირეცხება მარცვლებიდან და აღარ რჩება ზედმეტი მინარევები.

 

შემდეგი, მოათავსეთ ისინი წინასწარ გახურებულ, სქელძირიან ტაფაზე, იდეალურია თუჯის ტაფა. გემოვნებიდან გამომდინარე გამოიყენეთ მზესუმზირის (ზეითუნის) ზეთი. რაც შეეხება ტემპერატურას, სქემა ასეთია: ჯერ მოხალეთ მაღალ ცეცხლზე, მარცვლების გაცხელების შემდეგ, ცეცხლი შეამცირეთ საშუალო დონეზე. ზოგადად, დაგჭირდებათ 5-დან 15 წუთამდე. 
მომზადების მნიშვნელოვანი პუნქტია – ხშირი მორევა, მთელი შეწვის პროცესის განმავლობაში, სასურველია ხის კოვზით.

 

 

 

 

როგორ შევწვათ მზესუმზირის მარცვლები მიკროტალღურ ღუმელში?

 

მოდით გადავიდეთ მარცვლეულის შეწვის ალბათ ყველაზე თანამედროვე და მარტივ ხერხზე - მიკროტალღურ ღუმელში მომზადებაზე. თუმცა, ყველამ არ იცის, როგორ მოამზადოს მზესუმზირა მიკროტალღურ ღუმელში, ძალიან მარტივია:

 

გარეცხეთ მზესუმზირის მარცვლები, შემდეგ მსუბუქად მოაყარეთ მზესუმზირის ზეთი და სურვილისამებრ მარილი. მარცვლები თანაბრად გადაანაწილეთ სპეციალურ ჭურჭელში ( 2-4 სმ სისქის ფენა). მაქსიმალური სიმძლავრე დააყენეთ 1,5-2 წუთის განმავლობაში.

 

როდესაც ეს დრო დასრულდება, ამოიღეთ, აურიეთ და გაასწორეთ ნახევრად შემწვარი თესლი. შემდეგ ისევ მიკროტალღურ ღუმელში შედგით, ოღონდ საშუალო სიმძლავრეზე შუშეთ, დრო 1 წუთია. ეს პროცესი ორჯერ მაინც გაიმეორეთ, შემდეგ ამოიღეთ და მოურიეთ. აუცილებლად სცადეთ, მხოლოდ ამ გზით შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ მარცვლები მზადაა. როგორც წესი, მომზადების შედგება 2-4–ჯერადი პროცესისგან, რაც დამოკიდებულია მიკროტალღური ღუმელის თვისებებზე.