შესქელებული რძე ე.წ „სგუშონი“ - ყურადღება მიაქციეთ მის ეტიკეტსა და დასახელებას
პროდუქტზე, რომელსაც ფაქტობრივად, თითოეული ჩვენგანი იყენებს, სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული ჩვენს ფეისბუქჯგუფში გვესაუბრება:
შესქელებული რძე, ფართოდ არის წარმოდგენილი მაღაზიის დახლებზე,სხვადახვა ფირმის, სხვადასხვა ქვეყნის წარმოების. საკმაოდ პოპულარული სასურსათო პროდუქტია, ასევე გვხვდება მისი მოხარშული ვარიანტი, რომელსაც ძირითადად საკონდიტრო დანიშნულებით გამოიყენებენ.
მის შემადგენლობაში ძირითადა შედის რძე, შაქარი.
არსებობს მისი იაფასიანი ვარიანტი ,რომელსაც ამზადებენ რძის ფხვნილისგან და სხვადასხვა მცენარის ცხიმისგან, ძირითადად, პალმის ცხიმისგან, ასეთი შემადგენლობის პროდუქტს, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, არ შეიძლება ეწოდოს რძის პროდუქტის სახელი, ამიტომ გვხვდება ”რძის შემცვლელი პროდუქტი” და სხვა.
თუ გსურთ, რომ შეიძინოთ ნამდვილი შესქელებული რძე, ყურადღება მიაქციეთ მის ეტიკეტსა და დასახელებას.
ნამდვილი შესქელებული რძე უნდა იყოს თანაბარი, მოკრემისფო შეფერილობის. გადმოსხმის დროს არ უნდა შეწყდეს ნაკადი , არ უნდა გადმოდიოდეს ნაწილ-ნაწილ. კოლოფზე უნდა იყოს ხარისხის დამადასტურებელი ნიშანი : ГОСТ 31688-2012 ან ГОСТ 33921-2016.
ცხიმის შემცველობა უნდა იყოს მინიმუმ 8.5% ,არის უფრო დაბალი ცხიმის შემცველობისაც, მაგრამ რაც უფრო დიდია მასში ცხიმის შემცველობა, უფრო კარგი გემოვნური თვისებები აქვს. არ უნდა იყოს ზედმეტად ტკბილი.
რეკომედაცია: ჯამრთელობისთვის საშიში არაა მცენარეული ცხიმით დამზადებული სურსათი,მაგრამ მომხმარებელი უნდა არჩევდეს და გადაწყევეტილება თვითონ მიიღოს,რომელს შეიძენს