myquiz

ვეფხვს ხორცი უყვარს - აი, რა უნდა დაახვედროთ ახალ, 2022 წელს საახალწლო სუფრაზე - Gemrielia.ge

ვეფხვს ხორცი უყვარს - აი, რა უნდა დაახვედროთ ახალ, 2022 წელს საახალწლო სუფრაზე

ახა­ლი წელი ის დღე­სას­წა­უ­ლია, რო­მე­ლიც თით­ქმის ყვე­ლას უყ­ვარს. რო­გორ შეხ­ვდე მას, რო­გორ გა­ა­ფორ­მო სახ­ლი, რა ჩა­იც­ვა და რა მო­ამ­ზა­დო? - ეს კი­თხვე­ბი დე­კემ­ბრის თვი­დან ჩნდე­ბა.

 

ჩი­ნუ­რი კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით, ახა­ლი 2022 წელი ვე­ფხვის წე­ლია. იმი­სათ­ვის, რომ მას ასი­ა­მოვ­ნოთ და მომ­დევ­ნო წელი თქვენ­თვის იღ­ბლი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდეს, უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ ას­ტრო­ლო­გე­ბის რჩე­ვე­ბი და არ და­ი­ვი­წყოთ ვე­ფხვის კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი.

 

2022 წელი ცის­ფე­რი წყლის ვე­ფხვის წე­ლი­წა­დი იქ­ნე­ბა. ის მი­ზან­სწრა­ფულ და აქ­ტი­ურ ცხო­ვე­ლად ით­ვლე­ბა, ამი­ტომ ცვლი­ლე­ბე­ბის პე­რი­ო­დი იწყე­ბა, რაც ბევ­რის­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა. 2022 წლის სტი­ქია წყა­ლი და ხეა. წლის ფე­რე­ბი - თეთ­რი, ლურ­ჯი, ოქ­როს­ფე­რი და ვერ­ცხლის­ფე­რი. ცხო­ველ­თა მეფე და­ა­ფა­სებს ელე­გან­ტურ გა­ფორ­მე­ბას სა­ა­ხალ­წლო მა­გი­და­ზე. მა­გი­დის მო­სარ­თა­ვად გა­მო­ი­ყე­ნეთ ნაძ­ვის ხის ტო­ტე­ბი, გირ­ჩე­ბი, სან­თლე­ბი, ხის ჭურ­ჭე­ლი ან აქ­სე­სუ­ა­რე­ბი.

 

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ვე­ფხვის წე­ლია, სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის მთა­ვა­რი ინ­გრე­დი­ენ­ტი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს ხორ­ცი და ხორ­ცის­გან მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, რად­გან ის ვე­ფხვის საყ­ვა­რე­ლი საჭ­მე­ლია.

 

აი, რა შე­გიძ­ლი­ათ და­დოთ სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე:

 

ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის დაფა

 

 

სა­ა­ხალ­წლოდ ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა ერ­თგვა­რი ჩვე­უ­ლე­ბაა, თუმ­ცა ბევ­რი ოჯა­ხი, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო წლებ­ში, უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს არატ­რა­დი­ცი­ულ, გან­სხვა­ვე­ბულ, მარ­ტივ და სა­ინ­ტე­რე­სო კერ­ძებს. ყვე­ლას არც აქვს დრო, მო­ამ­ზა­დოს ლაბა, სა­ცი­ვი, ხარ­ჩო და სხვა ისე­თი კერ­ძე­ბი, რომ­ლებ­საც დიდი დრო და ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბა. ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის დაფა ძა­ლი­ან კარ­გი ვა­რი­ან­ტია, როცა სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის მი­ნი­მა­ლის­ტუ­რად გაშ­ლა გაქვს გა­და­წყვე­ტი­ლი. კომ­პა­ნია „ნი­კო­რას“ წარ­მო­ე­ბის შაშ­ხი, პრე­მი­უმ ხა­ზის ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გერ­მა­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით მზად­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით უხ­დე­ბა ღვი­ნო­სა და შამ­პა­ნურს, რომ­ლე­ბიც სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.

 

რო­გორ ავა­წყოთ ხორ­ცის დაფა და რო­მე­ლი პრო­დუქ­ტე­ბი მო­ვა­თავ­სოთ მას­ზე?

 

 

პირ­ველ რიგ­ში, აირ­ჩი­ეთ ხის დაფა ან ხის დიდი თეფ­ში, რად­გან ეს მა­სა­ლა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ფი­გუ­რი­რებ­დეს 2022 წლის სა­ა­ხალ­წლო მა­გი­და­ზე. მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­თვის, და­ფა­ზე და­ა­ლა­გეთ თხელ ნაჭ­რე­ბად დაჭ­რი­ლი ძეხ­ვე­უ­ლი და შაშ­ხი. იდე­ა­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ბა „კა­ი­ზე­რის“ პრო­დუქ­ცია, რო­მე­ლიც გერ­მა­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით მზად­დე­ბა და პრე­მი­უმ ხაზს წარ­მო­ად­გენს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ გა­მო­ირ­ჩე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გე­მო­თი და არო­მა­ტე­ბით. ძეხ­ვე­უ­ლი­დან შე­არ­ჩი­ეთ „ბრა­უნშვა­ი­გუ­რი“ და „სა­ლი­ა­მი“, რომ­ლე­ბიც ვი­ზუ­ა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან და ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია. და­ფა­ზე ლა­მა­ზად და­ა­ლა­გეთ რამ­დე­ნი­მე თხლად დაჭ­რი­ლი ნა­ჭე­რი. ასე­ვე, მო­ა­თავ­სეთ სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის შაშ­ხის 5-6 ნა­ჭე­რი, მა­გა­ლი­თად: მან­დო­ლი­ნა, ჩა­ლა­ღა­ჯი კლა­სი­კუ­რი, შე­ი­კა, პრო­შუ­ტო ან ღო­რის შაშ­ხი. ზო­გა­დად, ღო­რის ხორ­ცი კე­თილ­დღე­ო­ბის სიმ­ბო­ლოა. იტა­ლი­ა­ში და მრა­ვალ სხვა ქვე­ყა­ნა­ში, სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე ყო­ველ­თვის ფი­გუ­რი­რებს „პრო­შუ­ტო“ - ნედ­ლად გა­მოყ­ვა­ნი­ლი ღო­რის ხორ­ცი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან თხელ ნაჭ­რე­ბად იჭ­რე­ბა და უგემ­რი­ე­ლე­სია, რო­გორც ღვი­ნოს­თან მი­სარ­თმე­ვად, ისე სხვა­დას­ხვა კერ­ძებ­ში გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად. ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის დაფა შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­ფორ­მოთ ზე­თის­ხი­ლით.

 

კან­ჭის მე­ნიუ

 

 

კან­ჭის მე­ნიუ კი­დევ ერთი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ვა­რი­ან­ტია ლურ­ჯი წყლის ვე­ფხვის გუ­ლის მო­სა­გე­ბად. შე­ბო­ლი­ლი კან­ჭი მზა სა­ხით შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ „ნი­კო­რას“ სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსელ­ში. მა­გი­და­ზე მი­ტა­ნამ­დე, მო­ა­თავ­სეთ წი­ნას­წარ გა­ხუ­რე­ბულ ღუ­მელ­ში და და­ტო­ვეთ 20-25 წუ­თით, სა­ნამ კანი კარ­გად არ და­იბ­რა­წე­ბა და ტკა­ცუ­ნა არ გახ­დე­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად, მო­ამ­ზა­დეთ გარ­ნი­რი:

 

  • მჟა­ვეს ასორ­ტი (კომ­ბოს­ტოს, წი­წა­კის და კიტ­რის მწნი­ლი);

 

  • 3-4 სა­ხე­ო­ბის რამ­დე­ნი­მე ცალი შებ­რა­წუ­ლი სო­სი­სი (მა­გა­ლი­თად, „ნი­კო­რას“ სო­სი­სი „ივე­რია“, ან „მი­უნ­ხე­ნუ­რი“ და სარ­დე­ლი. არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ სო­სი­სე­ბი და სარ­დე­ლე­ბი შეწ­ვამ­დე და­ნით და­სე­როთ, რათა მათ ლა­მა­ზი ვი­ზუ­ა­ლი ჰქონ­დეთ. შე­გიძ­ლი­ათ კან­ჭთან ერ­თად ღუ­მელ­ში შეწ­ვათ 3-5წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. მე­ნი­უს და­ურ­თეთ სა­სურ­ვე­ლი სო­უ­სი.

 

თევ­ზი

 

 

თუ აღ­მო­სავ­ლურ ტრა­დი­ცი­ებ­ზე ვი­სა­უბ­რებთ, უნდა გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად ყო­ვე­ლი ოჯა­ხი ჩი­ნეთ­ში ახა­ლი წლის მოს­ვლამ­დე თევზს მი­ირ­თმევს. მათ­თვის თევ­ზი სიმ­დიდ­რის სიმ­ბო­ლოა, რად­გან თა­ვად სი­ტყვა „თევ­ზი“ და „სი­უხ­ვე“ ერ­თნა­ი­რად გა­მო­ით­ქმის. ჩი­ნე­ლე­ბი არ ჭა­მენ მთლი­ან თევზს, ისი­ნი სიმ­ბო­ლურ მა­რაგს მო­მა­ვა­ლი დღე­ე­ბის­თვი­საც ტო­ვე­ბენ. ამი­ტომ, ნორ­ვე­გი­უ­ლი ორა­გუ­ლი იდე­ა­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ბა. ის ნაჭ­რე­ბად იყი­დე­ბა და თა­ნაც, სა­მე­ფო ცხო­ველს მო­ე­წო­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი მდიდ­რუ­ლი და ოქ­როს­ფე­რი, მათ შო­რის თევ­ზიც.

 

მწვა­ნი­ლი და ბოსტნე­უ­ლი

 

ხორ­ცის გარ­და მა­გი­და­ზე უნდა იდოს ყვი­თე­ლი, ნა­რინ­ჯის­ფე­რი და ყა­ვის­ფე­რი ბოსტნე­უ­ლი. მწვა­ნე ფერი წარ­მა­ტე­ბის სიმ­ბო­ლოა. და­დეთ თეფ­შით ცო­ცხა­ლი მწვა­ნი­ლიც (სა­ლა­თის ფო­თო­ლი, წიწ­მა­ტი, რუ­კო­ლა) და მწვა­ნე ბოსტნე­უ­ლი, ოღონდ არ შე­უ­რი­ოთ ასორ­ტში ბა­ზი­ლი­კი, ქინ­ძი, ოხ­რა­ხუ­ში და ნი­ა­ხუ­რი. 2022 წლის სიმ­ბო­ლო არა მარ­ტო ხორ­ცი, არა­მედ ბოსტნე­უ­ლი­ცაა, შე­გიძ­ლი­ათ მო­თუ­შოთ ან ორ­თქლზე მო­ამ­ზა­დოთ ისი­ნი.

 

ქა­თა­მი, ინ­და­უ­რი, იხვი

 

ვე­ფხვს ცხო­ვე­ლე­ბის გარ­და, ასე­ვე უყ­ვარს ფრინ­ვე­ლიც. სა­სურ­ვე­ლია ის მთლი­ა­ნი და­დოთ სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე. შე­გიძ­ლი­ათ ღუ­მელ­ში გა­მო­ა­ცხოთ ქა­თა­მი, ინ­და­უ­რი ან იხვი, გემ­რი­ე­ლი შიგ­თავ­სით.

 

დე­სერ­ტი

 

 

ას­ტრო­ლო­გე­ბი გვირ­ჩე­ვენ, რომ დე­სერ­ტე­ბი 2022 წლის სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის­თვის უნდა იყოს მკა­ფიო ფე­რე­ბის. ეს მო­ე­წო­ნე­ბა ვე­ფხვს და სახ­ლში წარ­მა­ტე­ბას მო­ი­ზი­დავს. ვე­ფხვს არ უყ­ვარს ტკბი­ლი, ამი­ტომ, არ ღირს ძა­ლი­ან ტკბი­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა. მთა­ვა­რია, რომ დე­სერ­ტში გა­მო­ი­ყე­ნოთ რძის პრო­დუქ­ტე­ბი, თხი­ლე­უ­ლი და ეგ­ზო­ტი­კუ­რი ხილი. ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ვე­ფხვს გა­ა­ხა­რებთ ანა­ნა­სით, ფორ­თოხ­ლე­ბით. მა­გი­დის ცენ­ტრში დად­გით ვაზა მან­და­რი­ნე­ბით. ასე­ვე, შე­გიძ­ლი­ათ და­დოთ გოგ­რა, ხურ­მა, ნე­ბის­მი­ე­რი ხილი ნა­რინ­ჯის­ფერ-ოქ­როს­ფერ ფე­რებ­ში.

 

რაც მთა­ვა­რია, ახალ წელს კარ­გი გან­წყო­ბით უნდა შეხ­ვდეთ. ყვე­ლა­ფე­რი ცუდი 2021 წელს გა­ა­ტა­ნეთ და არ და­გა­ვი­წყდეთ ნაძ­ვის ხეს­თან სურ­ვი­ლის ჩა­ფიქ­რე­ბა, როცა სა­ა­თი 12-ს ჩა­მოჰ­კრავს.