„სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს 2 სიმბოლო“ - მიხეილ ცაგარელის წინასაახალწლო რჩევები - Gemrielia.ge

„სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს 2 სიმბოლო“ - მიხეილ ცაგარელის წინასაახალწლო რჩევები

 

მოდის ახალი წელი და აუცილებელია სარიტუალო პარამეტრების გათვალისწინება. რეალურად, ახალი წელი, ძველი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 1 თებერვალს შემოვა. თუმცა, 31 დეკემბერს ჩვენ მას წინსწრებით შევხვდებით, ამიტომ მიხეილ ცაგარელი გვირჩევს გავითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

 

სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს 2 სიმბოლო- ხარისა და ვეფხვის.

 

რა დავუდოთ მათ წინ? ორივე მათგანისთვის პატივის მისაგებად. ხარს - მწვანილი, ხოლო  ვეფხვს - უმი ხორცი დაუდეთ.

 

 

აუცილებელი წესები სუფრისთვის - რა არ უყვარს ვეფხვს?

 

ზედმეტად მარილიანი საკვები და თევზი, ლუდი, ბრინჯი, ცხვრის ხორცი - მას ეს განსაკუთრებულად არ უყვარს. არ მოერიდოთ ტკბილეულსა და ტრადიციული კერძებს.

 

ვეფხვი, წყლის სტიქიის წარმომადგენელია, შესაბამისად, ლურჯი და შავი ფერი იქნება აქტუალური. ეცადეთ, რომ სწორედ ამ ფერებში შეარჩიოთ ტანისამოსი, სუფრის დეკორაცია, აქსესუარები და ა.შ. წყლის სტიქია მეგობრობს მიწისა და ხის სტიქიებთან, ამიტომაც, ყავისფერი, ბეჟი, კრემისფერი, მწვანე და მისი ყველა კომბინაცია იქნება მისაღები.