„წუხელ მოვხუფე, დილას ამღვრეული დამხვდა, რა ვუშველო?“ - რჩევები დიასახლისებისგან
რთულია, როდესაც მთელი გულით ამზადებ კონსერვს და მას, მეორე დღეს, ამღვრეულს ხედავ. ასეთ პრობლემას წააწყდა ქალბატონი ეკაც - „პირველად მდუღარე დავასხი, რომ გაცივდა გადავღვარე, ლიტრზე ერთი სუფრის კოვზი მარილი დავაყარე და ისევ მდუღარე დავასხი, მოვხუფე, მეტი არაფერი მიქნია.“ - გამოცდილმა დიასახლისებმა მას რჩევები მისცეს:
„არაფერი გაქვს სანერვიულო, ასე იცის ყვავილოვანმა კომბოსტომ, დაჭკნება და გასიამოვნებთ. შარშან მეც ასე განვიცდიდი, მაგრამ გადასარევი გამოვიდა“ - ეკა მერებაშვილი.
„არ უნდა მოხუფვა, ისე დაამწნილეთ. დააფარეთ უბრალოდ, რომ ისუნთქოს. შეიძლება აიმღვრეს თავიდან, მაგრამ რომ დამწნილდება, დაიწმინდება აუცილებლად. სამაგიეროდ, არ გექნებათ ბოტულიზმის საშიშროება, რომელიც დახუფულში მეტი ალბათობით არის“ - ლელა ეფაძე.
„თავიდან ამღვრევა ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა, ქიმიური რეაქციის ბრალია, მაქსიმუმ, ერთ კვირაში ისევ გაიწმინდება“ - მაია ჩიგოგიძე.
„ნუ მოხუფავ, პლასტმასის ხუფები დაახურე, როცა გინდა ახადე და ისევ დააფარე. მე სულ ასე ვაკეთებდი, ოღონდ ძირში ცოტა ნიახურს, დაფნასა და ნიორს ვდებდი. თქვენც სცადეთ“ - ნანა ობლიშვილი.
„მე ლიმონის წვენს ვუმატებს, არ იცვლის ფერს და გემრიელიც არის“ - ეკა ქარუმიძე.