როგორ დავალაგოთ სახლი მარტივად და სრულყოფილად - რჩევები გამოცდილი დიასახლისისგან - Gemrielia.ge

როგორ დავალაგოთ სახლი მარტივად და სრულყოფილად - რჩევები გამოცდილი დიასახლისისგან

 
სახლის გენერალური დალაგება სულაც არ არის ადვილი საქმე. გამოცდილმა დიასახლისებმა  იციან, როგორ მოაშორონ ლაქები და ცხოველის ბეწვი რბილ ავეჯს და ხალიჩას მარტივად. როგორ დაალაგონ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ოთახები, სამზარეულო და აბაზანა-ტუალეტი. ამ სტატიაში  რამდენიმე რეკომენდაციას გაგიზიარებთ, რომლებიც სახლის დალაგების რუტინის გამარტივებაში დაგეხმარებათ. 

 

გამოიყენეთ უნივერსალური საშუალებები 
 

 

მწარმოებლები ხშირად სთავაზობენ მომხმარებლებს ბევრ პატარა, სპეციალიზებულ ინსტრუმენტებს და საწმენდ საშუალებებს, რომლებიც ეფექტურად მხოლოდ ერთ კონკრეტულ ზედაპირს ასუფთავებს. ეს უბრალოდ მარკეტინგული სვლაა, რომელიც ბევრი პროდუქტის ყიდვისაკენ გიბიძგებს. როგორც წესი, ადამიანები ენდობიან რეკლამას და ბევრ საწმენდ საშუალებას ყიდულობენ, რომლებსაც ხშირად არც იყენებენ. გირჩევთ გამოიყენოთ ისეთი საწმენდი საშუალებები და მოწყობილობები, რომლებიც რეალურად გჭირდებათ: უნივერსალური სადეზინფექციო საწმენდი სითხე, რომელიც გამოიყენება ყველანაირ ზედაპირზე, სახეხი ფხვნილი, ანტიცხიმი სითხე, რომელიც ეფექტურად ადნობს ღრმად ჩამჯდარ ცხიმს ზედაპირებიდან, ასევე, მინისა და კაფელის საწმენდი სითხე.

 

აირჩიეთ სწორი საწმენდი ინვენტარი

 


იგივე ეხება ინვენტარს. გამოვყოფთ რამდენიმე საშუალებას, რომლებიც საკმარისია გქონდეთ სახლში, რათა მისი სისუფთავე სრულყოფილად დაიცვათ, ესენია:

 

•    მიკროფიბრას შემცველი ტილო

•    რამდენიმე სხვადასხვანაირი ღრუბელი

•    სახეხი ჩოთქი

•    მტვერსასრუტი

•    იატაკის სპეციალური, მექანიკური საწმენდი მოწყობილობა „ტურბო სმარტი“, რომელიც ნებისმიერი ტიპის იატაკის ზედაპირზე გამოდგება.

 

100%-თ მიკროფიბრას შემადგენლობის ტილო იატაკიდან ბაქტერიების 99%-ს მხოლოდ წყლით  აშორებს. „ტურბო სმარტს“ მოჰყვება წყლის სათლი, რომელშიც  ტილო ხელების დასველების გარეშე, სატერფულის დახმარებით სასურველ დონეზე იწურება. 

 

მოპის სამკუთხა ფორმა ძალიან მოსახერხებელია გამოსაყენებლად. ის მარტივად სწვდება რთულ ადგილებსა და კუთხეებს. ინოვაციურობიდან გამომდინარე, „ტურბო სმარტი“ ევროპაში გაყიდვების მიხედვით, №1 იატაკის საწმენდი მოწყობილობაა, რომელსაც რეკომენდაციას პროფესიონალი დამლაგებლები უწევენ.  

 

გამოიყენეთ კბილის ჩოთქი

 

ძნელად იპოვით ინსტრუმენტს, რომელიც ამ უნივერსალურ ნივთზე ეფექტური იქნება. აუცილებლად დაამატეთ საწმენდი ინსტრუმენტების ნაკლებში ძველი კბილის ჩოთქი. ის დაგეხმარებათ გაწმინდოთ ჩამჯდარი ჭუჭყი ყველაზე ვიწრო და რთულად მისადგომი ნაპირებიდან. 

 

დაიწყეთ დალაგება ზედმეტი ნივთების მოშორებით

 

ზედმეტი ნივთების მოშორება თქვენი სახლის დასუფთავების გასაღებია. გამოძებნეთ ადგილი ჟურნალების და წიგნების შესანახად, სანამ თაროებიდან მტვერს საფუძვლიანად გადაწმენდთ. 

 

დაალაგეთ სწორი თანმიმდევრობით

 

ნუ დაიწყებთ სახლის დალაგებას ქაოსურად. დრო რომ დაზოგოთ, შეგიძლიათ ჯერ სამზარეულოში, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ავეჯის ზედაპირებზე მოასხათ ანტიცხიმის სითხე და დატოვოთ. სანამ სითხე ჩამჯდარ ცხიმს დაადნობს, პარალელურად დაიწყეთ სხვა ოთახების დალაგება. ყველაფერი გაწმინდეთ ზემოდან ქვემოთ პრინციპით, რომ კარადის თავებიდან ჩამოსულმა მტვერმა ხელახლა არ დააბინძუროს გაწმენდილი ავეჯი. ყველაზე ბოლოს დაასუფთავეთ აბაზანა-ტუალეტი, რადგან პერიოდულად მოგიწევთ ტილოს გარეცხვა და ნარეცხი ბინძური წყლების გადაღვრა. 

 

ორთქლით წმენდა

 


მტვერსასრუტი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ იატაკის ორთქლით საწმენდი მოწყობილობით. ის ბევრად მოსახერხებელია. არ მოგიწევთ მტვერსასრუტის ტარება ოთახიდან-ოთახში. Vileda-ს იატაკის ორთქლით საწმენდი მოწყობილობა, სახელწოდებით - „სთიმ“ ორთქლის საშუალებით ზედაპირებიდან ანადგურებს ბაქტერიების 99%-ზე მეტს. მისი გამოყენება შეიძლება ნებისმიერი ტიპის  ზედაპირზე, ასევე ხალიჩაზე და რბილ ავეჯზე. ამ დროს არაა საჭირო არანაირი დამატებითი ქიმიური საშუალება იმისთვის, რომ მივიღოთ წმენდის საუკეთესო  ეფექტი. მოპი სამკუთხა ფორმიდან გამომდინარე, მარტივად სწვდება კუთხეებს და რთულად მისადგომ ადგილებს და ასევე, ადენზიფიცირებს ზედაპირებს.

 

მტვერი ელექტრონიკაზე

 

სანამ გაწმენდთ ტექნიკას, აუცილებლად გამორთეთ ყველაფერი ქსელებიდან. გამოიყენეთ მშრალი მიკროფიბრას ქსოვილი და საჭიროების შემთხვევაში, ძალიან ნაზად გაწმინდეთ მონიტორის ეკრანი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ეკრანის სპეციალური სითხე. რაც შეეხება ტექნიკის სხვა ზედაპირებს, მიკროფიბრას ტილო შეგიძლიათ დაასველოთ გამოხდილი წყლით ან გამოხდილი წყლისა და ძმრის ნაზავით (თანაბარი თანაფარდობით). არასდროს მიასხუროთ სითხე პირდაპირ ეკრანებს, რადგან მათი დაზიანების საფრთხე ძალიან მაღალია. 

 

დაამატეთ სასიამოვნო სურნელი
 

 

ქიმიურ საწმენდ საშუალებებს ძალიან მძაფრი და უსიამოვნო სუნი აქვს. იმისათვის, რომ სახლში ლაბორატორიის სუნი არ დადგეს, სითხეში ჩაამატეთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი. მაგალითად, ლავანდის, გრეიპფრუტის ან ლიმონის. 

 

მოაცილეთ ცხიმი

 

ცხიმი გროვდება საგნებზე, რომლებსაც ხშირად ეხებიან: კარის სახელურები, შუქის ჩამრთველები და ა. შ. გამოცდილი დასუფთავების კომპანიები იყენებენ სპეციალურ ცხიმის დამშლელ სითხეებს. საკმარისია მიასხუროთ ის დაბინძურებულ ადგილს, გააჩეროთ რამდენიმე წუთით და მას მარტივად, ტილოს ერთი გადასმით მოაშორებთ.

 

გააქრეთ ცხოველების სუნი ზედაპირებიდან
 

 

შინაური ცხოველების სუნის მოსაშორებლად გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევა: გამოიყენეთ სპრეის ბოთლი. ჩაასხით თეთრი ძმარი, მოასხით ხალიჩის ან ავეჯის დაბინძურებულ ადგილებზე, შემდეგ მოაყარეთ სოდა და დააცადეთ გაშრობა. მტვერსასრუტით აიღეთ ნარჩენები. იატაკი დღეში ერთხელ გაწმინდეთ სველი წესით, „ტურბო სმარტის“ საწმენდი მოპით. 

 

ჩართეთ მუსიკა

 

ენერგიული მუსიკა სახლის დალაგების დროს ძალიან დაგეხმარებათ, იმოქმედოთ უფრო სწრაფად და შეიქმნათ სასიამოვნო განწყობა, რათა რუტინულ საქმიანობას გაუმკლავდეთ.