თუკი სახლში ფაიფურის ჭურჭელი გაქვთ, არ შეეხოთ, სანამ ამას არ წაიკითხავთ - Gemrielia.ge

თუკი სახლში ფაიფურის ჭურჭელი გაქვთ, არ შეეხოთ, სანამ ამას არ წაიკითხავთ

ლამაზი ფაიფური ნაკეთობები ოდითგანვე იპყრობდა დიასახლისების გულებს. დღეს ყველა ოჯახშია ფაიფურის ჭურჭელი, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის, რას წარმოადგენს სინამდვილეში ფაიფური და და როგორ შეიქმნა იგი.

 

ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში ევროპამ მის შესახებ არაფერი იცოდა. ეს ჩინელი ოსტატების საიდუმლო იყო და გულმოდინედ მალავდნენ. ფაიფურის ნივთები ისეთი იშვიათობა გახლდათ, რომ  მხოლოდ მეფეთა საკადრისი საჩუქრად ითვლებოდა. ჯერ კიდევ ათასი წლის წინ ჩინელები ნეფრიტის ჭურჭლიდან მიირთმევდნენ. ეს უძვირფასესი მასალა იყო. მრავალწლიანი ძიებისა და მცდელობის შემდეგ კი ჩინელმა ოსტატებმა მიაგნეს მასალას, რომელიც ხარისხით ნეფრიტს ჯობდა,

 

თან უფრო ადვილი მოსაპოვებელი იყო. ეს ფაიფური გახლდათ...

 

ცზიანცის პროვინციაში "ფაიფური ქვის" უზარმაზარი მარაგი აღმოჩნდა. ეს სამთო წარმოშობის მასალა იყო, რომელიც კვარცისა და ქარსისგან შედგებოდა. ფაიფურის მასას "ფაიფურის ქვის" ფხვნილისგან და კაოლინისგან მზადდებოდა, რომელიც განსაკუთრებულ სითეთრეს ანიჭებდა ნაკეთობებს. კაოლინიც იმავე პროვინციაში მოიპოვებოდა.

 

ფაიფურის ჭურჭელს იმდენად ჟღერადი ხმა ჰქონდა, ჩინეთში მუსიკალურ საკრავებადაც კი იყენებდნენ.

 

 

მისი წარმოების საიდუმლო დიდხანს ამოუხსნელი რჩებოდა ევროპელებისთვის. მხოლოდ 1520 წელს ჩაიტანეს პორტუგალიელებმა კაოლინი ევროპაში, მაგრამ მხოლოდ ეს ნივთიერება არ აღმოჩნდა საკმარისი ფაიფურის მისაღებად. მხოლოდ 200 წლის შემდეგ გერმანელმა ქიმიკოსმა ბეტგერმა ამოხსნა ეს საიდუმლო.

 

რა შემადგენლობისაა ფაიფური?

 

თეთრი, თხელკედლიანი, აირშეუღწევი კერამიკული ნაკეთობა დამზადებული კაოლინის, კვარცის, მინდვრის შპატისა და პლასტიკური თეთრი თიხის წმინდა ნარევისაგან. მას ცომივით ზელდნენ და საჭირო ფორმას აძლევდნენ.
შემდეგ გამოწვის პროცესი მიდის, რაც საკმაოდ ფაქიზია. ძალიან ბევრი ნაკეთობა ზიანდება გამოწვისას, ამიტომ ძალიან მჭიდრო, უზუსტესად გათვლილი ყალიბებია საჭირო, რათა ჭურჭელმა ღუმელში ფორმა არ დაკარგოს... გააგრძელეთ კითხვა