„ლობიანს რომ ვაკეთებ, ცომი სულ სკდება და გადმოდის ლობიო“ - რჩევები გამოცდილი დიასახლისებისგან - Gemrielia.ge

„ლობიანს რომ ვაკეთებ, ცომი სულ სკდება და გადმოდის ლობიო“ - რჩევები გამოცდილი დიასახლისებისგან

 

ჩვენს ფეისბუქჯგუფში ასეთი კითხვა დაისვა - „ლობიანს რომ ვაკეთებ ცომი სულ სკდება და გადმოდის ლობიო, გამიზიარეთ ისეთი ცომის რეცეპტი, რომელიც არ გასკდება.“ გამოცდილმა დიასახლისებმა კი გაგვიზიარეს საუკეთესო რჩევები:

 

 

„ჩვეულებრივად მოზილეთ, ოღონდ რძით და ბოლოს ზეთიც შეაზავეთ, ფუფულა ცომი გამოგივათ“ - ირმა

 

 

„ლობიო არ გაათხელოთ თავისივე წყლით, თხელმა მასამ იცის სკდომა“ - ინგა ძიძიკაშვილი 

 

 

„ჩვეულებრივ ცომს რომ მოზელთ და ამოასფთავებთ, შეაზილეთ მარგარინი და გააჩერეთ ცოტა ხანი. ძალიან კარგი გამოდის ასე, ცოტა ფენოვანივითა“ - მაიკო ჩუხიშვილი

 

 

„ცომი ჩვეულებრივ მოზილე, რომ ამოვა ერთხელ ჩაზილე კარგად, შემდეგ ამოსვლაზე ამოაგუნდავე და დაასვენე, გადააფარე ტილო, შემდეგ ჩაუდე გულში ლობიო და ისევ დაასვენე ცოტა ხნით, ცომი მოეშვება დარბილდება. როგორი ფორმაც გინდა ისე გააბრტყელე, არანაირად არ დაგისკდება“ - მზეო

 

 

„ზეთი ცომს რაც შეიძლება კარგად გაუკეთეთ და ამოსვლის შემდეგ, ზეთით კიდევ კარგად ჩაზილეთ. არ გაგისკდებათ“ - მარეხი დარჩია