myquiz

თუ გიყვართ გოგრა, შეწყვიტეთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ და წაიკითხეთ ეს სტატია! - Gemrielia.ge

თუ გიყვართ გოგრა, შეწყვიტეთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ და წაიკითხეთ ეს სტატია!

გოგრა ფასდაუდებელი პროდუქტია, მის მთავარ ღირსებად კაროტინისა და ვიტამინების დიდი რაოდენობა მიიჩნევა. თუკი გოგრა გიყვართ, ეს სტატია აუცილებლად წაიკითხოთ, ხოლო, თუკი არ გიყვართ, მით უმეტეს წაიკითხეთ.

 

ბავშვებისთვის ის განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან აჩქარებს ზრდას, ხოლო მოზრდილებში აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას, ამაგრებს ძვლებს და კბილებს, გარდა ამისა, გოგრაში არის B, C, D, PP, E ჯგუფის ვიტამინები. ისინი ანელებენ დაბერების პროცესს და ეხმარებიან ადამიანს ოპტიმალური წონისა და სექსუალური აქტივობის ნორმის ფარგლებში შენარჩუნებაში.
 

ისევე, როგორც ყველა ნარინჯისფერი ნაყოფი, გოგრაც ანტიდეპრესანტად მიიჩნევა. მიირთვით გოგრა ხშირად და ვერავითარი სევდა და დეპრესია ვერ მოგერევათ!
 

გოგრა ასევე შეიცავს ძალიან იშვიათ ვიტამინ T-ს, რომელიც ანეიტრალებს მძიმე საკვებს.  ამიტომაც გოგრას ხშირად მიირთმევენ გარნირად ღორის, ძროხის და სხვა ცხიმიან ხორცთან.
 

 

გოგრაში შემავალი E ვიტამინი კი უბრალოდ მონაპოვარია მათთვის, ვისაც სურს, მუდამ ახალგაზრდულად და მომხიბვლელად გამოიყურებოდეს - ის აფერხებს დაბერების პროცესს და ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას.
 

გოგრის თესლი კარგადაა ცნობილი, როგორც ჭიების წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილი საშუალება. მას ასევე ურჩევენ ორსულებს ტოქსიკოზის დროს - გულისრევის შესამცირებლად
 

გოგრის ზეთი, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წყალობით, აღადგენს ნერვულ სისტემას, აძლიერებს იმუნიტეტს, ამაღლებს პოტენციას.
 

მოამზადეთ გოგრისგან წვნიანები, ფაფები, გარნირები, ბლინები. კარგ კულინარადაც გადაიქცევით და რაც მთავარია, თქვენი ოჯახის ყველა წევრს ჯანმრთელობას გაუუმჯობესებთ.