რა მოვამზადოთ სამარხვო საახალწლო სუფრისთვის (30+ იდეა)
ახალი წელი ჩვენთან მარხვის პერიოდს ემთხვევა. თუკი მარხვას იცავთ და არ იცით, საახალწლოდ რა მოამზადოთ, რამდენიმე იდეას გაგიზიარებთ.
„ლობიოს ბურთები საცივში, სოკოს საცივი, ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი სვანური, მარილით და ბარდის წვენზე დამზადებული სქელი სოუსი, შემწვარი ქამა სოკოს ქუდები და ბარდის პიურე ჯინჯერით“ - თიკო როსტიაშვილი.
„სოკოს და ბულგარულის ტოლმა, სატაცური და ისპანახი ქოქოსის ნაღებში, ფლავი ბოსტნეულით, ბოსტნეულის და სოკოს რაგუ ნუშით ან ქეშიუთი, ლაზანია ბადრინჯით და სოკოთი, ბადრიჯნის ხვეულები ტოფუ+ნიგოზი+სტაფილო, კარტოფილის გრატენი, კარტოფილის და სოკოს ბრაწულა“ - ინგა
„მოხარშეთ ლობიო ჩვეულებრივი წესით, გადაწურეთ წყალი, კარგად ჩაჭყლიტეთ და დაუმატეთ სასურველი ხმელი სუნელები ( ქინძი,უცხო სუნელი,ყვითელი ყვავილი,წვრილად დაფქული წითელი წიწაკა) მოთუშული ხახვი, ნიორი, მარილი თავისთავად... კარგად დაამუშავეთ და გააკეთეთ ბურთულები. სოუსი კი შეგიძლიათ საცივის პრინციპით მოამზადოთ და ჩააწყოთ მასში.გემრიელად მიირთვით. თუ სოუსში არ ჩააწყობთ შეგიძლიათ მორთოთ ბროწეულებით“ - ირინე აკობია
„1- წიწიბურასა და ბრინჯის სამარხვო კატლეტი
2- სოკო მოთუშული ხახვით და ბულგარულით,ტარხუნით
3 - თევზი მოხარშული ქინძით და ლიმონის წვენით
4 - სოკოს ბლინჩიკები
5 - მაიონეზში ყვავილოვანი კომბოსტო
6 - ნიგვზიანი ისპანახი
7- ოლივიე სამარხვო
8 - მჭადის კალათებზე ნიგვზიანი ბადრიჯანი
9 - ლობიო ტომატპასტით და ქინძით
10 - ტკბილი ფლავი თაფლით და ხილით
11 - ბრინჯი სამარხვო მაიონეზი სოკო და ტკბილი სიმინდის მარცვლების სალათი.
12 - სამარხვო პიცა და ლობიანი“ - თეა მუხმანიანი.“