„მინდა იმ მშობლებს გთხოვოთ ყურადღება, ვისი შვილებიც ხორცს არ ჭამენ“ - ექიმი ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია მშობლებს აფრთხილებს - Gemrielia.ge

„მინდა იმ მშობლებს გთხოვოთ ყურადღება, ვისი შვილებიც ხორცს არ ჭამენ“ - ექიმი ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია მშობლებს აფრთხილებს

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს, რამდენად მნიშვნელოვანია B ჯგუფის ვიტამინები ბავშვის განვითარებისთვის და რას იწვევს მისი ნაკლებობა:

 

"განსაკუთრებით მინდა იმ მოზარდების მშობლებს გთხოვოთ ყურადღება, რომლებმაც ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძეს და თქვეს, რომ ხორცს აღარ ჭამენ. თუ ეს პერიოდი ხანგრძლივად გრძელდება, თუ მშობელი ამას სათანადო ყურადღებას არ უთმობს, დროში გახანგრძლივებული პროცესი შეიძლება უფრო სერიოზული პრობლემა აღმოჩნდეს, ვიდრე წარმოგვიდგენია. B 12 ვიტამინის ნაკლებობა უწყინარი მოვლენა არ არის. დღეს უკვე ვიცით, რომ ამ ვიტამინის ნაკლებობა აისახებასმენაზე, ტვინის განვითარებაზე, ორგანოთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და თქვენ წარმოიდგინეთ, ცალკეული უჯრედის მუშაობის თავისებურებაზე. აღარაფერს ვამბობ ნერვული სისტემის მხრივ შეუქცევად დაზიანებებზე.

 


თუ ბავშვი კალოერიებს იღებს და ამბობთ, რომ მსუყედ, კარგად იკვებება, წონის თვალსაზრისითაც, საკმაოდ კარგად გამოიყურება, ეს არ არ არის საკმარისი არგუმენტი, განსაკუთრებით მოზარდობის პერიოდში, იმიტომ, რომ ბავშვებს ფიზიოლოგიურად მეტი კალციუმი, რკინა, D ვიტამინი სჭირდებათ. მით უფრო, თუ ბავშვი ბეტონის შენობაში იზრდება და არ აქვს საშუალება, ღია სივრცეში გაატაროს გარკვეული დრო. ამას თუ თან დაერთვის ზედმეტად ტკბილი, ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები, გაზიანი, ენერგეტიკული სასმელი, რომელიც ზედმეტადაა დაშაქრული... გააგრძელეთ კითხვა