„ჩურჩხელები დამიობდა, არადა ბავშვების გახარება მინდოდა, რა ვქნა?“ – პასუხები დიასახლისებისგან - Gemrielia.ge

„ჩურჩხელები დამიობდა, არადა ბავშვების გახარება მინდოდა, რა ვქნა?“ – პასუხები დიასახლისებისგან

 

ჩურჩხელა ყველასათვის საყვარელი ნუგბარია, მომზადება დიდ შრომასა და ენერგიას ითხოვს. რა ვქნათ მაშინ, თუ საახალწლოდ გადანახული ჩურჩხელა მოულოდნელად დაგვიობდა? ჩვენი გამოცდილი ფეისბუქჯგუფის წევრები გვირჩევენ:

 

 

„შიგნიდან გასინჯეთ,თუ ნიგოზი არაა გაფუჭებული, წესით არ უნდა იყოს, გაფხიკეთ და შაქრიან წყალში გაავლეთ, გაკიდეთ სითბოში და გამოაშრეთ“ – ხათუნა ზარდიაშვილი 

 

 

„არ გადაყაროთ, გაწმინდეთ სველი ჩვრით და კარგად გამოაშრეთ. გაშრობა აკლდა და იმიტომ დაობდა, ჰაერზე გაკიდეთ და გააშრეთ“ – ლია ბათიაშვილი

 

 

 

„ნიგოზი დაინესტა და მაგიტომ დაგიობდათ, მე გავლების წინ ჩირის საშრობში, ან ღუმელში ვდებდი, ათი წუთით და ისე ვავლებდი, შეიძლება მშრალი იყოს ნიგოზი მაგრამ თუ დიდი ხნის ასხმულია ნესტს იღებს ადვილად. შიგნიდან დაობებულს ვერაფერს უშველით, ჩემო კარგო“ – თინა კოპეშაძე

 

 

„მდუღარეში ჩადე და აადუღე, მერე გაწმინდე დაა მოაყარე შაქრის პუდრა“ – დოდო ნარსია

 

 

„დანით ჩასერეთ, თუ გული საღია, გარედან გაწმინდეთ სუფთა ძმარში დასველებული, გაწურულ ტილოს ნაჭრით, შემდეგ გადაკიდეთ გასაშრობად, გემრიელად მიირთვით“ – იზა ჩურაძე

 

 

„გარეცხეთ კარგად, თბილი წყლით, შემდეგ თავიდან გააშრეთ, თუ შიგნით არ არის დაობებული“ – მარინა სივსივაძე