ზამთარში ორმაგად სჭირდება კანს კვება - ნახეთ 5 ეფექტური სახის ნიღაბი ჩვენი სამზარეულოდან - Gemrielia.ge

ზამთარში ორმაგად სჭირდება კანს კვება - ნახეთ 5 ეფექტური სახის ნიღაბი ჩვენი სამზარეულოდან

გთავაზობთ 5 ეფექტურ და იოლად მოსამზადებელ სახის ნიღაბს, რომლისთვისაც სალონს კი არა საკუთარ სამზარეულოს უნდა ესტუმროთ.


1. ათქვიფეთ კვერცხის ცილა, დაამატეთ 2 ჩ.კ. ფქვილი და 1 ჩ.კ თაფლი. აურიეთ და დაიდეთ წინასწარ კარგად გაწმენდილ სახეზე. 15 წუთში სახე დაიბანეთ. ეს ნიღაბი კანს ჭიმავს და აცოცხლებს სახის კანს.
თუმცა უნდა გაითვალისწინოთ რომ კვერცხის ცილა ცხიმიან კანს უფრო უხდება, ვიდრე მშრალს.

2. უმი კვერცხის გულს დაამატეთ 3 წვეთი ლიმონის წვენი, 1 ს.კ ზეითუნის ზეთი. კარგად აურიეთ და დაიდეთ გასუფთავებულ კანზე. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი მშრალ კანს უხდება, კვებავს, ატენიანებს, არბილებს და ფერს აუმჯობესებს.

3. აიღეთ 2 ჩ.კ. თაფლი, 1 გახეხილი ვაშლის პიურე, 1ჩ.კ არარაფინირებული მცენარეული ზეთი (ზეითუნის, ნიგვზის, ყურძნის წიპწის, მზესუმზირის). კარგად აურიეთ და 3-5 წუთით დაიდეთ სახეზე. შემდეგ რძეში დასველებული ბამბის ტამპონით გაიწმინდეთ. ასეთი ნიღაბი კანს ჭიმავს და აახალგაზრდავებს.

4. მშრალ/ნორმალურ სახის კანს ძალიან უხდება საფუარი. აიღეთ ნედლი საფუარის პატარა ნაჭერი და გახსენით თბილ წყალში ისე, რომ სქელი მასა მიიღოთ.დაამატეთ ზოტაოდენი მცენარეული ზეთი, აურიეთ და ფუნჯის ან ღრუბლის დახმარებით, ფრთხილად წაისვით სახეზე სამ ფენად. შემდეგ ფენას ისვამთ წინა ფენის შეშრობის შემდეგ.

5. 100 გ შვრია დაფქვით და დაასხით 1 ჭიქა ცხელი რძე. დაამატეთ 1 ს.კ ზეითუნის ზეთი. ნიღაბი დაიდეთ არა მხოლოდ ახეზე, არამედ ყელსა და დეკოლტეს ზონაზეც. 20 წუთის შემდეგ დაიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი. ეს ნიღაბი კანს კვებავს, აცოცხლებს, აქვს მატონიზირებელი ეფექტი.

ალბათ აღარ არის საჭირო იმის შეხსენება, რომ ნიღბების მომზადებისას, აუცილებელია გაითვალისწინოთ რომელიმე ინგრედიენტის მიმართ თქვენი ორგანიზმი ალერგიული ხომ არ არის.