ევროპის 10 ქალაქი, სადაც აუცილებლად უნდა გაემგზავროთ, თუ გურმანი ხართ - Gemrielia.ge

ევროპის 10 ქალაქი, სადაც აუცილებლად უნდა გაემგზავროთ, თუ გურმანი ხართ

 

კულირნარიის მოყვარულებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიამოვნო პროცესი ახალი კერძების აღმოჩენა და დაგემოვნებაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ იმ ქალაქების ჩამონათვალი, სადაც მრავალფეროვანი და საუცხოო კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი. ამიტომ, თუ გურმანი ხართ და მოგზაურობაც თქვენი ჰობია, წაიკითხეთ ეს სტატია, შეიძნეთ ავიაბილეთები და გაემგზავრეთ თქვენთვის სასურველი მიმართულებით ყველაზე გემრიელი მოგზაურობისთვის. 

 

1.    პარიზი

 

პარიზში მოგზაურობა იმდენ აქტივობასთან და სანახაობებთან არის დაკავშირებული, რომ მისი კულირნარიული ღირებულებები ზოგჯერ შეუმჩნეველი რჩება. თუმცა, პარიზი გურმანებისთვის ნამდვილი სამოთხეა და ამ ქალაქში მოგზაურობისას ადგილობრივი კერძების დაგემოვნება ერთ-ერთი საუკეთესო კულტურული აქტივობაა. 

 

თუ პარიზში მოგზაურობისას ამ ქალაქის ბოლომდე შეცნობა და დაუვიწყარი მოგონებების შექმნა გსურთ, მის სამზარეულოს საფუძვლიანად უნდა გაეცნოთ. გარდა იმისა, რომ პარიზული დილა ახლად გამომცხვარი კრუასანით უნდა დაიწყოთ და ქუჩებში სეირნობისას კრეპი მიირთვათ, აუცილებლად უნდა წახვიდეთ პარიზის კულირნარიულ ტურზე. პარიზში მსგავსი რამდენიმე საათიანი ტურების საკმაოდ დიდი არჩევანია და შეგიძლიათ ის თქვენი გემოვნების მიხედვით შეარჩიოთ. ეს შეიძლება იყოს ფრანგული ყველის ტური, სადაც უამრავი სახეობის ყველის დაგემოვნებას შეძლებთ. ასევე, შეგიძლიათ მოხვდეთ ფრანგული ღვინის ტურზე, დააგემოვნოთ საუკეთესო კერძები „მიშელინის ვარსკვლავის“ მქონე რესტორნებში და რაც ყველაზე საინტერესოა, გაიაროთ ფრანგული კულირნარიის გაკვეთილები.

 

2.    ლიონი

 

კიდევ ერთი ფრანგული ქალაქი, რომელიც კულირნარიულ სამოთხეს გვთავაზობს, ლიონია. ლიონს საფრანგეთის გასტრონომიულ დედაქალაქსაც უწოდებენ, რადგან აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც კლასიკური ფრანგული, ისე თანამედროვე სამზარეულო. ამიტომ, როდესაც გადაწყვეტთ, რომ ლიონის იაფი ავიაბილეთები შეიძინოთ, კარგად დაგეგმეთ თქვენი გასტრონომიული ტური ამ ქალაქში.
ლიონური კერძების დაგემოვნებასთან ერთად, ქალაქის სილამაზითაც დატკბებით, რაც თქვენს მოგზაურობას იდეალურს გახდის. უბრალოდ ერთ სირთულეს გადააწყდებით: 4000-ზე მეტი საკვები ობიექტიდან ცოტა რთული იქნება გადაწყვიტოთ სად მიირთვათ და გაეცნოთ ლიონის სამზარეულოს, თუმცა სადაც არ უნდა შეხვიდეთ, იმედს არც ერთი რესტორანი გაგიცრუებთ. 
 


3.    მადრიდი

 

ესპანური სამზარეულოს მრავალფეროვნება ალბათ ყველა გურმანს იზიდავს, ამიტომ ამ ქალაქში აუცილებლად უნდა გაგემზავროთ და უგემრიელესი კერძებით ისიამოვნოთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პაელა (paella) და ჩურო (churro) უნდა დააგემოვნოთ, თუმცა არ დაგავიწყდეთ ისეთი კერძების დაგემოვნებაც, როგორებიცაა: cocido madrileño (ხორცის და ბოსტნეულის კერძი); oreja a la plancha (ღორის შემწვარი ყური)  და ა.შ. მადრიდის მიმართულებით ამ პირდაპირი რეისები არ სრულდება, თუმცა Pegasus Airlines - ი და FlyUia გვთავაზობს ტრანზიტულ რეისებს მადრიდის მიმართულებით და საკმაოდ ხელსაყრელ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ მადრიდის ავიაბილეთები.

 

4.    სან სებასტიანი

 

სან სებასტიანი ყოველთვის მოწინავე ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო კულირნარიულ ქალაქებს შორის. გარდა ულამაზესი არქიტექტურისა და საოცარი სანაპიროებისა, ესპანეთის ეს ქალაქი ნამდვილი კულირნარიული სამოთხეა. სან სებასტიანი ზღვის პროდუქტების დასაგემოვნებლად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მსოფლიოში, მიშელინის ვარსკვლავის მქონე რესტორნებს კი აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით. თუ ამ ქალაქს ოდესმე ესტუმრებით, პირველ რიგში დააგემოვნებთ ადგილობრივი ტაპასი, რომელსაც სან სებასტიანში „Pintxos” ეძახიან.

 

 

5.    ტოსკანა

 

ამ სიაში რომ იტალია აუცილებლად უნდა იყოს, ეს ალბათ არ გაგიკვირდებათ. რა თქმა უნდა, იტალიის ყველა რეგიონი გამოირჩევა არაჩვეულებრივი კულირნარიით, თუმცა ჩვენ განსაკუთრებული ამოვარჩიეთ და ეს ტოსკანაა. ტოსკანას რეგიონი ნამდვილად გვთავაზობს მრავალფეროვანი კერძების დიდ არჩევანს. თუ ამ რეგიონს ესტუმრებით, აუცილებლად უნდა გასინჯოთ “Crostini Toscani” - პურზე გადასმული დაკეპილი ქათმის ღვიძლი, “Panzanella” - პურის სალათი, „Ribollita” კი ბოსტნეულის წვნიანია, რომელიც ტოსკანას ყველაზე პოპულარული ზამთრის კერძია. 
 


6.    ბოლონია

 

იტალიის ქალაქ ბოლონიაში მოგზაურობა ნამდვილი კულირნარიული თავგადასავალია. თუ გსურთ იტალიურ სამზარეულოს კარგად გაეცნოთ, მაშინ ბოლონიის კულირნარიულ ტურებს აუცილებლად უნდა დაესწროთ. თქვენ შეგიძლიათ მოხვდეთ „Parmigiano-Reggioano”- ს ქარხანაში და ნახოთ როგორ მზადდება მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ყველი. ასევე, აუცილებლად უნდა ნახოთ “Parma ham” იგივე პარმული პროშუტოს და ტრადიციული ბალზამიკოს ძმარის დამზადების პროცესი. არ დაგავიწყდეთ, რომ ბოლონიაში ერთ-ერთი საუკეთესო ღვინის, ნახევრად ტკბილი ლამბრუსკოს (Lambrusco) დაგემოვნებას შეძლებთ.

 

avia.ge-ის საძიებო სისტემა დაგეხმარებათ მოძებნოთ ყველაზე იაფი ავიაბილეთები ბოლონიის მიმართულებით. 

 

7.    პორტო

 

პორტუგალიის ქალაქი პორტო კულირნარიის მოყვარულებს იმედს ნამდვილად არ გაგიცრუებთ. თევზი პორტოს სამზარეულოს გამორჩეული კერძია, განსაკუთრებით პოპულარული კი ვირთევზაა. პორტოში მოხვედრისას ერთხელ მაინც უნდა გასინჯოთ „Francesinha”, პორტუგალიური სენდვიჩი წარმოშობით პორტოდან, რომელსაც განსაკუთრებულს ლუდის სოუსი ხდის. 
პორტოში საკმაოდ ბევრი საკვები ობიექტია და ფასებიც ხელმისაწვდომია, თუმცა გაითვალისწინეთ რომ აქ საერთაშორისო სამზარეულოს ნაკლებად შეხვდებით და ძირითადად ადგილობრივი კერძების დაგემოვნება მოგიწევთ.

 

8.    სტამბოლი 

 

ორი კულტურის შერწყმა თურქულ სამზარეულოს საკმაოდ მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის. თუ ნამდვილი გურმანი ხართ, თურქულ კულირნარიას აუცილებლად უნდა გაეცნოთ, თან როდესაც თურქეთში გამგზავრება ასე მარტივია. თბილისიდან და ბათუმიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენებს თურქული ავიაკომპანიები: Turkish Airlines, Pegasus Airlines და Anadolujet გვთავაზობენ. 

 

ამ ქალაქში საერთაშორისო სამზარეულო უნდა დაივიწყოთ და მხოლოდ ადგილობრივი კერძების დაგემოვნებას დაუთმოთ დრო. სტამბოლში საკვები ობიექტების საკმაოდ დიდი არჩევანი გექნებათ, ამიტომ ამოირჩიეთ თქვენთვის სასურველი, კარგად მოკალათდით და დააგემოვნეთ ისეთი კერძები, როგორებიცაა: ქაბაბი (Kebab); კოფტე (Kofte); პიდე (Pide); მეზე (Meze) და ა.შ. 

 

 

9.    ვენა

 

ავსტრიული სამზარეულო ნამდვილად უნდა იკავებდეს ამ სტატიაში ადგილს მისი მრავალფეროვნების გამო. ვენაში მოგზაურობისას ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება სწორედ ავსტრიული კერძების დაგემოვნებაა. რაც ყველაზე მნიშნელოვანია, ვენაში საკვები ობიექტების საკმაოდ დიდი არჩევანია და ისინი მაღალი ხარისხით და სტანდარტით გამოირჩევიან, ამიტომ თუ გურმანი ხართ, დაჯავშნეთ წინასწარ Wizz Air - ის ავიაბილეთები ვენის მიმართულებით და ყველაზე იაფი ავიაბილეთები თქვენი იქნება.

 

10.    ათენი

 

თუ ბერძნულ სამზარეულოს კარგად გაეცნობით, ათენის ამ სიაში ყოფნა ნამდვილად არ გაგიკვირდებათ. ათენში მოგზაურობისას ადგილობრივი კერძების დაგემოვნება ერთგვარი ტურისტული აქტივობაა ბერძნული კულტურის კარგად გასაცნობად. ტურისტების საყვარელი სივრცე ბერძნული სამზარეულოს დასაგემოვნებად არის “Plaka” , სადაც ბევრ რესტორანს შეხვდებით და უგემრიელეს კერძებსაც მიირთმევთ. 

 

თუ თქვენ უკვე გაგიჩნდათ სურვილი, რომ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ ქალაქში მაინც გაემზაგვროთ, მაშინ დაუყოვნებლივ ესტუმრეთ Avia.ge – ის საძიებო სისტემას, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ფრენა და შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად.

 

R