„გოზინაყი რატომ არ მაგრდება და რატომ იშლება?“ - რჩევები გამოცდილი დიასახლისებისგან
გოზინაყი საახალწლო სუფრის ერთ-ერთი მთავარი კერძია, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მისი მომზადება არც ისე მარტივია - „300გრ ნიგოზი, 150გრ თაფლი. ამ პროპორციით გავაკეთე. აზრი არ აქვს აღებას დაფიდან, იშლება“ - წერს ფეისბუქჯგუფის წევრი. გამოცდილმა დიასახლისებმა კი სასარგებლო რჩევები მისცეს მას:
„როგორც ჩანს, თაფლი არ მიიყვანეთ კონდიციამდე და კიდევ, როცა ცივდება, მაგრდება და მკვრივდება, აუცილებლად გააბრტყელეთ“ - ინგა.
„არასდროს არ გამიკეთებია გრამებით და წონით, ყოველთვის თავლის ზომით ვაკეთებ და ამიტომ, არც ვიცი პროპორციები. ჯერ თაფლს ვადუღებ, მერე წყლიან ჭიქაში მოვსინჯავ, წვეთს ჩავაგდებ, თუ შეიკრა ვუმატებ ნიგოზს და ავურევ კარგად, გადმოვიღებ და სველ დაფაზე გავშლი. დაშლა კი არა, ხან დაჭრა მიჭირს, ისეთი მაგარი გამოდის“ - ნათია კარიჭაშვილი
„მე შაქარს ვამატებ ბოლოს 2 სუფრის კოვზს, კარგად კრავს და არ იშლება“ - ეკატერინე ჯიხვაძე.
„გრამობას ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას. თაფლის სხვადასხვა სახეობამ სულ სხვა დოზა მოითხოვა ნიგვზის, გარდა ამისა, დიდი ხანი არ ვადუღებ, რომ არ გაშავდეს. გემრიელი იქნება, ცხელი დანით ნამდვილად ააძრობთ“ - დიანა
„სხვა როგორ აკეთებს არ ვიცი, მაგრამ ერთ წილ თაფლზე, ოთხ წილ ნიგოზს ვიღებთ ჩვენ. თაფლს დაბალ ტემპერატურაზე ვადუღებთ, ისე რომ არ აქაფდეს, რამდენი ხანი უნდა ასე არ ვიცი, ვსინჯავ ხოლმე თაფლს, ცივ წყალში ვაწვეთებ და როცა აღარ იხსნება წყალში, მზად არის თაფლი. არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ, მაგრამ არასოდეს არ იშლება. 300 გრამი ნიგოზისთვის 150 გრამი თაფლი ვფიქრობ ბევრია“ - თამარ კევხიშვილი