„მანდარინები“ ცხარე შიგთავსით - ორიგინალური კერძი საახალწლო სუფრისთვის სტუმრების განსაცვიფრებლად - Gemrielia.ge

„მანდარინები“ ცხარე შიგთავსით - ორიგინალური კერძი საახალწლო სუფრისთვის სტუმრების განსაცვიფრებლად

 

ახალ წელს სუფრაზე გემრიელი და ლამაზი კერძების დადება გვსურს. რომელიც აღფრთოვანებას გამოიწვევს სტუმრებში. სწორედ ასეთია "მანდარინები", რომელიც მარტივად კეთდება.

დაგჭირდებათ:

2 ცალი მოხარშული კვერცხი,
2 ცალი საშუალო ზომის სტაფილო,
150 გრამი მაგარი ყველი,
100 გრამი მდნარი ყველი,
3 კბილი ნიორი,
მაიონეზი,
მარილი - გემოვნებით.

მომზადება:
 

1. მოხარშული სტაფილო წვრილ სახეხზე გახეხეთ. გადადეთ.

 

 

 

2. გახეხეთ მაგარი და მდნარი ყველი და მოხარშული კვერცხი.

 

 

3. დანაყეთ ნიორი და დაუმატეთ კვერცხიან-ყველიან მასას.

 

 

4. კარგად ამოურიეთ და დაუმატეთ მაიონეზი.

 

 

5. სველი ხელებით თეთრი მასისგან მანდარინის ფორმები გამოიყვანეთ.

 


 

 

6. თითოეულს შუაში ჩაღრმავება გაუკეთეთ, კიდევ მეტად რომ დაემსგავსონ მანდარინებს.15 წუთით შედგით მაცივარში.

 

 


 

 

7. სველი ხელებით სტაფილოსგან გააკეთეთ "ბლინი", ჩადეთ მასში კვერცხიან-ყველიან მასა და კარგად "შეამოაკარით".

 

 

 

8. ყოველ მანდარინს ზემოდან დაუმაგრეთ ოხრახუშის ფურცელი.

 

 

 

 

თქვენი გემრიელი და ორიგინალური წასახემსებელი მზადაა სტუმრების განსაცვიფრებლად.

 

 

წყარო: marao.ge