რა უყვარს ვეფხვს? - რა უნდა მოვამზადოთ ახალი წლის სუფრისთვის, რომ ბედნიერი წელი გვქონდეს - Gemrielia.ge

რა უყვარს ვეფხვს? - რა უნდა მოვამზადოთ ახალი წლის სუფრისთვის, რომ ბედნიერი წელი გვქონდეს

საახალწლო სუფრის კერძები დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. დიასახლისები წინასწარ ფიქრობენ მენიუზე, ცდილობენ, აუცილებლად მიიტანონ სუფრაზე რაიმე ახალი ან გააუმჯობესონ ძველი რეცეპტები. ასტროლოგები გვირჩევენ, რომ კერძების სია კოორდინირებული იყოს მომავალი წლის თილისმის უპირატესობებთან. 2022 წელს ჩინური ჰოროსკოპის თორმეტწლიანი ციკლი გრძელდება. წელიწადი გაივლის ლურჯი წყლის ვეფხვის ნიშნის ქვეშ. ამ მხეცის მოსაწონებლად, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ მისი გემოვნების პრეფერენციები და პირიქით – არ უნდა მიირთვათ კერძები, რომლებიც ვეფხვს არ მოსწონს.

 

რა უყვარს ვეფხვს?

 

საახალწლო სუფრის მენიუ მარტივი და, ამავე დროს, დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს. ვეფხვს უყვარს კარგად ჭამა, თუმცა ნუ იფიქრებთ, რომ ეს ეგზოტიკური კერძების მომზადების საუკეთესო შანსია. ვეფხვს უყვარს ბევრი ხორცი, მაგრამ არც მწვანილს, ბოსტნეულს და ხილს იწუნებს. შესაფერისია მარცვლეულითა და ბოსტნეულით სავსე ხორცის კერძები, მაგალითად, იხვი ვაშლით ან გოჭი წიწიბურის ფაფით. შეგიძლიათ მოამზადოთ კერძი ბატის ხორცითა და ბრინჯით. ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. მთავარია, გაითვალისწინოთ, რომ სუფრაზე ბევრი განსხვავებული საკვები უნდა იყოს, მათ შორის, ტკბილეული და ხილი.

 

მთავარი მოთხოვნები, რომლებიც საახალწლო სუფრის მომზადებისას უნდა გაითვალისწინოთ:

 

  • თქვენ უნდა გამოიყენოთ მრავალფეროვანი, მაღალი ხარისხის პროდუქტები;
  • კერძები უნდა იყოს მარტივი და არ სჭირდებოდეს რამდენიმე საათის განმავლობაში მზადება;
  • ნუ ჩაატარებთ ექსპერიმენტებს, მოამზადეთ ის, რაც კარგად გამოგდით;
  • სუფრაზე უნდა იყოს ხილი, ბოსტნეული და მწვანილი.
  • ვეფხვს უყვარს ჭამა მშვიდ, კომფორტულ გარემოში, ამიტომ სადღესასწაულო ატმოსფეროც მნიშვნელოვანია. მოაწყვეთ დღესასწაული ისე, რომ სტუმრები და ოჯახის წევრები მაქსიმალურად კომფორტულად იყვნენ. მაგიდაზე უნდა იყოს საკმარისი ადგილი დანა-ჩანგლისა და დეკორაციისთვის, სასურველია, კერძები ლამაზად იყოს გაფორმებული. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს, რომლებიც დღესასწაულს კიდევ უფრო გაგილამაზებთ... გააგრძელეთ კითხვა