რა დაგიჯდებათ საშუალოდ 2022 წლის საახალწლო სუფრის მომზადება? - ISET-ის დათვლილი მონაცემები - Gemrielia.ge

რა დაგიჯდებათ საშუალოდ 2022 წლის საახალწლო სუფრის მომზადება? - ISET-ის დათვლილი მონაცემები

 

„2020 წელთან შედარებით ახალი წლის სუფრის ინდექსის ფასები ყველა რეგიონში გაიზარდა“, - ამის შესახებ აღნიშნულია ISET-ის ყოველწლიურ საახალწლო ინდექსში. ამ ინდექსით „აისეტი“ ითვლის, რა უჯდება სტანდარტული საახალწლო სუფრა 5-6-სულიან ოჯახს საქართველოს თითოეულ რეგიონში.

 

მათი შეფასებით, 2021 წლის დეკემბერში საახალწლო სუფრის საშუალო ფასმა 183 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან (2020 წლის დეკემბერთან) შედარებით 8.3%-ით მაღალია.

 

„ცხადია, ყველა ოჯახსა და რეგიონს თავისი საახალწლო სუფრა აქვს, თუმცა კალკულაციის დროს ვითვალისწინებთ ისეთ ტრადიციულ კერძებს, როგორიცაა: მწვადი, საცივი, ხაჭაპური, კალმახი, ქათმის ტაბაკა (შემწვარი), ოლივიეს სალათი, ფხალი, კიტრისა და პომიდვრის სალათი. დესერტისთვის, ტრადიციულად, ხილსა და გოზინაყზე ვაკეთებთ არჩევანს.

 

1-1640677892.jpg

 

გრაფიკიდან ვხედავთ, რომ 2020 წელთან შედარებით ახალი წლის სუფრის ინდექსის ფასები ყველა რეგიონში გაიზარდა. 2021 წლის დეკემბერში საახალწლო სუფრის საშუალო ფასმა 183 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან (2020 წლის დეკემბერთან) შედარებით 8.3%-ით მაღალია... გააგრძელეთ კითხვა