გოზინაყის უსწრაფესად და უმარტივესად გაბრტყელების ხრიკი - მკითხველისაგან
საახალწლო სუფრის აუცილებელი დესერტის მომზადება თუ გერთულება, მაშინ ეს მეთოდი აუცილებლად შენთვისაა! ჩვენმა ფეისბუქჯგუფის წევრმა, ქეთი კახეთელიძემ, გაგვიზიარა თავისი გამოცდილი ხერხი:
„დარწმუნებულო ვარ, მე არ მომიგონია ეს მეთოდი, მაგრამ ვინმეს რომ აქამდე გაეზიარებინა, ბევრ დროსა და ენერგიას დავზოგავდი საახალწლოს სამზადისში და ყოველ წელს დავლოცავდი.
ცხელი გოზინაყი გადმომაქვს ნოტიო ხის დაფაზე, ზერელედ ვაძლევ ფორმას (ვაგროვებ ერთად, რომ არ დაიშალოს), ვაკრავ საცხობ ცელოფანს და საბრტყელებლით ვაბრტყელებ. გაცივდება და დავჭრი.“
დამდეგ ახალ წელს გილოცავთ!
საუკეთესო გოზინაყის რეცეპტები იხილეთ აქ...