სმუზი, რომელიც ნაბახუსევის დაძლევასა და საახალწლო დღეების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ - Gemrielia.ge

სმუზი, რომელიც ნაბახუსევის დაძლევასა და საახალწლო დღეების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ

 
ახალი წლის ღამე ბევრ ჩვენგანს ალკოჰოლური სასმლის გარეშე ვერ წარმოუდგენია. ხშირად დოზების განსაზღვრაც გვიჭირს და მას ჭარბად მოვიხმართ ხოლმე. მომდევნო დღე კი ნაბახუსევთან გამკლავებაში გადის. სისუსტე, გადაღლილობისა და გულისრევის შეგრძნება, თავის ტკივილი თუ მისი სხვა ნიშნები სადღესასწაულო განწყობას გვიფუჭებს და საახალწლო დღეებისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებაში გვიშლის ხელს.

 

ნაბახუსევის აუტანელი სიმპტომების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში, ალკოჰოლის ზომიერად მიღებას გირჩევთ. მაგრამ თუ მაინც ვერ თქვით უარი მასზე და დილით ნაბახუსევმაც შეგახსენათ თავი, მაშინ გასწავლით სმუზის რეცეპტს, რომელიც მალევე დაგაბრუნებთ ჩვეულ ფორმაში და ახალი დღის დასაწყებად ენერგიით აგავსებთ. 

 

ინგრედიენტები

 

●    1 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი – ალკოჰოლი ხშირად სისხლში გლუკოზის დონის ვარდნას იწვევს, ქოქოსის ზეთის დახმარებით კი მას ნორმაში მოიყვანთ

 

●    1 ჭიქა ბერძნული იოგურტი – მასში არსებული პრობიოტიკები საჭმლის მომნელებელ სისტემას ბალანსის აღდგენაში დაეხმარება 

 

●    1 სუფრის კოვზი ჩიას თესლი – მასში შემავალი ნივთიერებები, იოგურტის მსგავსად, დააჩქარეს მომნელებელი სისტემის აღდგენის პროცესს

 

●    1 ბანანი – ის მოამარაგებს ორგანიზმს კალიუმით და დაამშვიდებს გაღიზიანებულ კუჭს 

 

●    ½ ჭიქა გაყინული ისპანახი – ეს ინგრედიენტი ორგანიზმის დეტოქსიკაციაში დაგეხმარებათ

 

●    ½ ჭიქა ახალი ან გაყინული მოცვი – ის ძლიერი ანტიოქსიდანტია, რაც დააჩქარებს სხეულიდან ტოქსინების გამოდევნის პროცესს

 

●    1 ჭიქა ქოქოსის წყალი – ის გაუწყლოებულ სხეულს ჰიდრატაციაში დაეხმარება 

 

●    თაფლი და დარიჩინი – შესძენს სმუზს სასიამოვნო გემოს და დაგეხმარებათ განწყობის ამაღლებაში

 

●    2-3 ყინულის კუბი

 

აქ ჩამოთვლილი ინგრედიენტების მოძიება არ გაგიჭირდებათ, თუმცა, ამ გემრიელი და ჯანსაღი სმუზის დამზადებას ბლენდერის გარეშე ვერ მოახერხებთ. თუკი, მისი შეძენა ან ძველის ახლით ჩანაცვლება გჭირდებათ, მაშინ აუცილებლად უნდა შეათვალიეროთ მიდეას ბლენდერი. მას აქვს მძლავრი ძრავი, რომელიც ხანგრძლივად მუშაობს, ასევე, არის შედარებით ჩუმი. ის ერთნაირად ეფექტურად აქუცმაცებს, როგორც რბილ, ისე მაგარ ხილსა და ბოსტნეულს, იოლად უმკლავდება ყინულის ნატეხებსა თუ სხვა მყარ პროდუქტებს. ამასთან ერთად, მიდეას ბლენდერით გემრიელთან ერთად ჯანსაღი საკვების დამზადებასაც შეძლებთ, რადგან ის არ შეიცავს BPA ნივთიერებებს.

 

R