როგორ შევინახოთ გოზინაყი მარტივად? - რჩევები გამოცდილი დიასახლისებისგან - Gemrielia.ge

როგორ შევინახოთ გოზინაყი მარტივად? - რჩევები გამოცდილი დიასახლისებისგან

 

გოზინაყის მოყვარულებო, შეერთდით! გამოცდილი მეთოდები დიასახლისებისგან, თუ როგორ შევინახოთ გოზინაყი, რომ ახალი წლის შემდეგაც მივირთვათ. 

 

„რომ დაჭრი, ჯერ უკუღმა დადე, შემდეგ ამოაბრუნე და აღარ დაეკრობა  კალკის ქაღალდი დაუყოლე და თუნდაც თეფშზე, ან რაიმე დაცული ყუთი თუ გექნებათ“ - თამარ თივათელიძე

 

„კონტეინერში და ფენებს შორის პერგამენტი, ანდა თუ პატარა კონტეინერებია, 1 ფენად ჩაალაგე, მე ასე ვაკეთებ, ან დიდში ჩადე და ყოველ ფენას დაუფინე პერგამენტი, არაფერი მოუვა“ - ინგა 

 

„მე ვაფლის ფურცლებზე ვასხამ და ისე ვინახავ, ვაფლიანად ვჭრი“ - იზა ცხადაბერიძე-ბაზაძე

 

„ბებიაჩემი ცელოფანში ინახავდა და მაცივარში დებდა“ - ნინი

 

„პროდუქტის შესახვევი თხელი ცელოფანი გაშალეთ, დადევით 5 - 6 ნაჭერი, დააწყვეთ ერთ ხაზზე. გადაახვიეთ. ისევ დააწყვეთ მეორე ფენად, ისევ გაახვიეთ და ასე ბოლომდე რულეტივით გადაახვიეთ. ძალიან კარგად ინახება და ადგილსაც არ იკავებს“ - ქეთევან კახეთელიძე.

 

საუკეთესო გოზინაყის რეცეპტი იხილეთ აქ...