Food porn - საკვები რომელიც აღაგზნებს - Gemrielia.ge

Food porn - საკვები რომელიც აღაგზნებს


შოკოლადი, რომელიც ტორტის ნაპირებთან ჩამოიღვარა, ჰაეროვანი კრემი, რომელიც გინდა თითით გალოკო, ახლო ხედით გადაღებული ეგზოტიკური კერძები, რომელიც მადას გიღვიძებენ, შუაზე გადაჭრილი მარწყვი თუ ალუბალი - ეს ყველაფერი ერთიანდება „ ფუდ პორნოს“ სახელის ქვეშ.

GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA


ფოტოგრაფიის ამ ჟანრს მთელ მსოფლიოში იყენებენ სარეკლამო პლაკატებსა და ვიდეო-რგოლებში. დიდი ხანია, ყველა დარწმუნდა, რომ სექსზე უკეთ მხოლოდ სექსი იყიდება, სწორედ ამიტომ, როცა უყურებთ რომელიმე შოკოლადის ან გემრიელი ხაჭოს დესერტის რეკლამას, იცოდეთ, რომ გეთამაშებიან, გხიბლავენ და აღგაგზნებენ.

GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA

ტერმინი food porn პირველად 1984 წელს ფემინისტი მწერლისა და კრიტიკოსის როზალინდა ქოვარდის წიგნში გამოჩნდა. იგი წერდა, რომ საჭმლის მომზადება და მისი ლამაზად წარდგენა ერთგვარი გზაა სხვის მიმართ ვნებისა და სიყვარულის გადმოსაცემად.

ფუდ პორნოს დედოფალს უწოდებენ ცნობილ მზარეულსა და კულინარიული შოუს ავტორს ნაიჯელა ლოუსონს. მან ეს ტიტული გადაცემის წაყვანის სექსუალური და "მოფლირტავე" მანერის გამო დაიმსახურა.

GEMRIELIA