გოზინაყის 4 რეცეპტი, რომლებმაც ინტერნეტში ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა - Gemrielia.ge

გოზინაყის 4 რეცეპტი, რომლებმაც ინტერნეტში ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა

გოზინაყს ყველა დიასახლისი თავისებურად ამზადებს, თუმცა ჩვენ გვინდა გაგიზიაროთ ის რეცეპტები, რომლებმას სოციალურ ქსელებში ყველაზე დიდი გამოხმაურება დაიმსახურეს.
 

ნინო დარბაისელის მეთოდი

 

ცნობილი პოეტი და ძალიან კარგი დიასახლისი ნინო დარბაისელი გოზინაყს მრავალი წელის, ერთი და იგივე მეთოდით ამზადებს. მის რეცეპტს უცვლელი სახით გთავაზობთ:
"ოცდათხუთმეტი წელი იქნება, რაც მთელ სანათესაოს მე ვუმზადებ გოზინაყს. სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა ჩვენმა მეზობელმა, ნინო ბებიამ, გვარად შუბითიძემ მისი მომზადების საიდუმლო მასწავლა. ახალი წლისთვის მზადებისას
მუდამ თვალწინ მიდგას ეს ტკბილი ადამიანი. დღესაც ასეა.
ნათელი დაადგეს!
 

ერთ კილო დაქნილ ნიგოზზე მაწვნის ქილას რომ ერთი თითის დადება აკლდეს, თაფლი და 5-7 ნატეხი შაქარი.
 

გაიმზადეთ ხის დაფა, საბრტყელებელი ჯოხი და სამუშაო მაგიდა შემდეგნაირად: ფიცარსა და საბრტყელებელ ჯოხზე გადაუსვით ხელისგულზე დასხმული მცენარეული ზეთი თანაბრად, მერე პატარა წყლის ჯამი დაიდგით ახლოს და იმ ჯამიდან ასევე პეშვით ამოღებული ცოტა წყალი გადაუსვით ფიცარსაც და ჯოხსაც. ძველი ხალხი ასე იქცეოდა. მე ცოტა გავამარტივე ეს წესი და პატარა ცელოფანის პარკს ვიცვამ ხელზე (ერჯერადი ცელოფნის პარკი). მოკლედ მაგიდაც მზადაა, დაზეთილ-დაწყლიანებული დაფითა და საბრტყელებლით, იქვე - წყლით სავსე იმხელა ჯამით, რომ ხელი თავისუფლად მოძრაობს შიგ, შესველება რომ დაგვჭირდეს.
ალუმინის ან რაიმე მისი ტიპის ქვაბში ვასხამთ თაფლს. დაბალ ცეცხლზე ვადუღებთ, ბუშტები რომ კარგად აქაფდება დათაფლი ოდნავ შევარდისფრდება, მაშინ ჩავყრით ჩვენს შაქრის ნატეხებს და გრძელტარიანი ხის კოვზით ვურევთ. შაქარიც რომ გაიხსნება და ერთიან მასად იქცევა ეს ყველაფერი, ვყრით დაჭრილ ნიგოზს... არ დაიბნეთ, თავიდან მოგეჩვენებათ, ვაიმე, რაღაც მშრალივით არის, თაფლი ხომ არ დავაკელიო. ცოტას რომ მოურევთ, იგრძნობთ, რომ "წვენი'' გამოუშვა, მუდმივად ურიეთ დაბალ ცეცხლზე, სულ ოდნავ მოვარდისფრო ფერი რომ იკრას. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან, ხის კოვზით მთელი ეს მასა ფიცარზე გადაიტანეთ, ჯამში დაისველეთ ხელი რამდენჯერაც დაგჭირდებათ და მასა კარგად "ცემეთ'', რომ ნიგვზები "ჩასხდნენ''. ამის მერე წყლით დასველებული ზეთიანი საბრტყელებლით გაზიდეთ სიგრძე-სიგანეში თანაბრად და ნაპირები ისე მოუსწორეთ თანდათანობით, რომ დაჭრისას ჩამონაჭრების ხარჯი არ მოგივიდეთ.

mshoblebifacebook share


არ დაგავიწყდეთ, ბრტყელებას რომ დაამთავრებთ, ცხელივე დაჭერით და სახით დაბლა გადააწყვეთ ოდნავ ზეთწასმულ ლანგარზე".
 

ძველებური რეცეპტი ხაშურელი დიასახლისისგან

 

როგორც ერთი ძალიან კარგი დიასახლისი, ქალბატონი ნარგიზა იხსენებს, მისი დედამთილი გოზინაყს ძველებური წესით აკეთებდა. თვითონაც არ აღვევს ამ ტრადიციას და მთელ სამეზობლოში განსხვავებული, საოცრად ერთგვაროვანი სტრუქტურის გოზინაყი აქვს... გააგრძელეთ კითხვა