საცივი, ოლივიე?.. რისი გაყინვა შეიძლება საახალწლო სუფრიდან - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის განმარტება
ქართული ტრადიციული საახალწლო სუფრა უხვი და მრავალფეროვანია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად ძლიერი კარგა ხანია არ ყოფილა, ახალი წელი ნამდვილად არის ის მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლისთვისაც ძალიან ხელმომჭირნე ოჯახიც კი ცდილობს განსაკუთრებულად მოემზადოს.
სალათები, საცივი, თევზი, ნამცხვრები, გოზინაყი... - ეს მოკლე ჩამონათვალია იმ კერძებისა თუ დესერტებისა, რომლებიც ახალი წლის სუფრაზე თითქმის ყოველთვის გვხვდება. დიასახლისები ხშირად აღნიშნავენ, რომ საახალწლოდ უზომო ვიცით ყველაფერი, ჭამას ვეღარ ავუდივართ და ბევრი კერძი ფუჭდება კიდეც. ამიტომ ლოგიკურია ყოველ წელს ჩნდება შეკითხვა: რისი გაყინვა შეიძლება საახალწლო სუფრიდან. ამ შეკითხვით სურსათის უვნებლობის სპეციალისტს, ირაკლი არაბულს მივმართეთ.
„გაყინვა ყველაფრის შეიძლება, რითაც შენახვის ვადას გაუხანგრძლივებთ კერძებს, მაგრამ ისეთი პროდუქტები, რომლებშიც წყლის შემცველობა მაღალია, გალღობის დროს თუ არ ვაცხელებთ, გემოვნურ თვისებებს კარგავს. გაყინვის დროს იყინება მხოლოდ წყალი, რაც პროდუქტშია და გალღობის დროს წყალთან ერთად გამოდის გემოვნური თვისებები. მაგალითად, სალათების გაყინვის დროს დაიკარგება ის გემოვნური თვისებები, რაც მას გაყინვამდე ჰქონდა. ხოლო იმ კერძებს, რომლებსაც გალღობის შემდეგ ვაცხელებთ, გემოვნური თვისებები თითქმის იგივე ურჩება.
კიდევ ერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანია კერძების გაყინვის დროს, ის არის, რომ უნდა მოხდეს მცირე ულუფებად გაყინვა, რადგან უფრო მალე გალღვება, დროც ნაკლები დაგვჭირდება და უფრო უვნებელიც იქნება ჩვენი ჯამრთელობისთვის,“ - აღნიშნავს ირაკლი არაბული.
ასევე დაგაინტერესებთ: რამდენი ხნით შეიძლება საახალწლო სუფრიდან მორჩენილი საკვების შენახვა