კომბოსტო - 199%-ით, კვერცხი - 37.5%-ით, ზეთი - 36%-ით - პროდუქტები, რომელიც დეკემბერში ყველაზე მეტად გაძვირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6 პროცენტით განისაზღვრა.
,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ top-10 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც დეკემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა. ნახეთ ჩამონათვალი