myquiz

რას ამზადებენ ქართველი დიასახლისები 2022 წლის საშობაო სუფრისთვის - Gemrielia.ge

რას ამზადებენ ქართველი დიასახლისები 2022 წლის საშობაო სუფრისთვის

შობის დღესასწაული ქრისტიანული სამყაროს უდიდესი და გამორჩეული მოვლენაა, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ტრადიციულად 7 იანვარს აღნიშნავს. სწორედ ამ დღეს სრულდება შობის მარხვა, ხსნილდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სუფრაზე ხორციანი კერძები იკავებს ადგილს.

 

დავინტერესდით, რას ამზადებენ ქართველი დიასახლისები 2022 წლის საშობაო სუფრისთვის. გაგიზიარებთ კერძების ჩამონათვალს და ასევე რეცეპტებსაც.

 

1.    გურული საშობაო ღვეზელი

 

საშობაო ღვეზელის ტრადიცია ჩვენში დიდი ხანია გავრცელებულია. შობის წინა დღით თითქმის ყველა ოჯახში მზადდება გურული საშობაო ღვეზელი, რომლის მთავარი ინგრედიენტები ყველი და კვერცხია.

 

რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

 

2.    ლაბასხმული

 

ჩვეულებრივ, ლაბასხმული, იგივე „ხალადეცი“, საახალწლოდ ბევრ ოჯახში მზადდება. მომარხულეები სწორედ შობას მიირთმევენ წინასწარ მომზადებულ ლაბას.

 

რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

 

3.    კუპატი

 

კიდევ ერთი ხორციანი კერძი, რომელიც საშობაო სუფრაზე ხშირად გვხვდება, კუპატია.

 

ნახეთ: როგორ უნდა მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი კუპატი?

 

4.    ღორის ხორცი

 

ღორის ხორცი, ჩვეულებრივ, სწორედ საშობაოდ ჩნდება ბევრი ოჯახის სუფრაზე. შეგიძლიათ მწვადი შეწვათ ტაფაზევე ან უფრო ორიგინალურად მოამზადოთ.

 

რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

 

5.    ხინკალი

 

წლევანდელ გამოკითხვაში ბევრმა დიასახლისმა ხინკალი დაასახელა. როგორც ჩანს, წელს ბევრ ოჯახში იდგება მისი ოხშივარი, თქვენ თუ აპირებთ გაკეთებას?

 

დაგაინტერესებთ: როგორ მოვამზადოთ ხინკლის პრიალა ცომი და 1 საიდუმლო, რომელსაც რესტორნებში იყენებენ

 

და ბოლოს, რა თქმა უნდა, კოლიე, იგივე წანდილი. შობის დღესასწაულზე კოლიოს (იმავე წანდილის) მომზადების ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. საწანდილე/საკორკოტე პურის მარცვალი ქალებს მზის ამოსვლამდე უნდა დაერჩიათ და მოსახარშად ჩაედგათ. მას ხახვით, მარილით და ნიგვზით ან თაფლით/შაქრით და ნიგვზით კმაზავდნენ.

 

ნახეთ კოლიოს მომზადების ტრადიციული რეცეპტი.

 

თქვენ რას ამზადებთ საშობაო სუფრისთვის?