"ნაბახუსევზე ყველაზე დიდი რისკი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებაა" - რა უნდა გაითვალისწინოთ ალკოჰოლის ჭარბად მიღების შემთხვევაში: რას გვირჩევს ექიმი?
2022 წლის 2 იანვრის მონაცემებით, ახალი წლის დღეებში საქართველოში კვებითი ინტოქსიკაციის 41 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება ალკოჰოლით მოწამვლას, 231 ფაქტი გამოვლინდა. მათგან 97 თბილისში და 134 რეგიონებში. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 60 ადამიანს.
ალკოჰოლით მოწამვლის დროს ადამიანს აქვს შემდეგი სიმპტომები:
ღებინება ან გულისრევის შეგრძნება, კრუნჩხვა, შენელებული სუნთქვა, ფერმკრთალი ან მოლურჯო ფერის კანი, რომელიც სხეულის დაბალი ტემპერატურით არის გამოწვეული. მძიმე შემთხვევებში კი შესაძლებელია გონების დაკარგვა, კომა და სიკვდილიც კი გამოიწვიოს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი-ტოქსიკოლოგი, ეკა ქურდაძე ambebi.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ჭარბად მოხმარებული ალკოჰოლის შემთხვევაში, ნაბახუსევზე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანების დიდი რისკია.
- ნაბახუსევზე სასურველი არ არის ცივი წლის დალევა, ასევე ცივ ამინდში გარეთ გასვლა და შხაპის მიღება. ამ დროს ოთახის ტემპერატურის წყალის ან მინერალური სასმელის მიღებაა რეკომენდირებული. შესაძლებელია ერთი აბი ასპირინის გაღეჭვაც. ზოგადად ნებისმიერი ტიპის ალკოლოჰის გადაჭარბებით მიღება იწვევს ინტოქსიკაციას, თუმცა განსაკუთრებულად ის სასმელები, რომლებიც სპირტს დიდი რაოდენობით შეიცავენ. ამ დროს ყველაზე კარგი რჩევაა ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება, თუმცა თუ ალკოჰოლით ინტოქსიკაცია მაინც განვითარდა, აუცილებელია ზემოთ ჩამოთვლილი რჩევების გათვალისწინება და დამძიმების შემთხვევაში დროული ჰოსპიტალიზაცია.
- ხშირია შემთხვევები, როდესაც ჯანმრთელ მამაკაცს, ნაბახუსევზე დაემართა გულის შეტევა, რაც შემდეგ ფატალურად დასრულდა. ასევე ექიმებისგან გვესმის, რომ ეს რისკი იზრდება 40 წლის ზევით მამაკაცებში...
- საერთოდ, ნაბახუსევზე ყველაზე დიდი რისკი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებაა. ამ დროს მნიშნვნელობა აქვს იმასაც, ადამიანი რამდენი წელია, რაც თამბაქოს მომხმარებელია. ამას ემატება მარიხუანას გამოყენებაც, რაც, ბუნებრივია, რისკ-ფაქტორი ხდება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორია ასევე კვება. მავნე ჩვევები გროვდება 20-დან 40 - წლამდე და საბოლოოდ ვიღებთ მძიმე შედეგს. სხვათა შორის ადრე ეს რისკ-ფაქტორები 60 წლის ზევით მამაკაცებში მიიჩნეოდა პრობლემად და სამწუხაროდ, ბოლო წლებში ასაკი გაახალგაზრდავდა. აქ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ გამაღიზიანებლად სხვა ბევრი გარე ფაქტორიც შეიძლება იქცეს, ასევე სტრესული ცხოვრება და არაჯანსაღი კვება... გააგრძელეთ კითხვა