თუკი ცხობისას სილიკონის ფორმებს იყენებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია! - Gemrielia.ge

თუკი ცხობისას სილიკონის ფორმებს იყენებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია!

ყველას უყვარს ლამაზი, კომფორტული ჭურჭელი, მაგრამ საინტერესოა, რა მასალისგან არის ის დამზადებული, როგორ უნდა მოვიხმაროთ და ხომ არ მიაყენებს ზიანს ჩვენს ჯანმრთელობას. არსებობს ჭურჭელი, რომელშიც შეგიძლიათ მოამზადოთ სადილი, გააცხელოთ მიკროტალღოვან ღუმელში და შემდეგ კერძის დარჩენილი ნაწილი მაცივარში შედგათ (მასში საკვები შესანიშნავად ინახება). ასეთი ჭურჭელი იატაკზე დაცემის შემთხვევაშიც კი არ ტყდება. გარდა ამისა, ადვილად ირეცხება, თანაც ძალიან მოხერხებული და სასიამოვნო შესახებია. ყველა ეს ღირსება სილიკონისგან დამზადებულ ჭურჭელს ახასიათებს. რა არის სილიკონი? ეს არის ნივთიერება, რომელიც კვარცის ქვიშისგან მზადდება. რამდენიმე ქიმიური რეაქციის შემდეგ წარმოიქმნება უსუნო, პლასტიკური, თერმულად მდგრადი, ნეიტრალური ნივთიერება. სილიკონის სხვადასხვა სახეობას იყენებენ მშენებლობაში, ოპტიკაში, სილამაზის ინდუსტრიაში.

 

სილიკონის ჭურჭელი სამზარეულოში შეუცვლელია. ამ მასალისგან დამზადებული ნამცხვრისა და ტორტის ფორმები, რა თქმა უნდა, არ იწვის. რაც მთავარია, ასეთ ფორმებში ყველაფერი ძალიან სწრაფად მზადდება. სილიკონის ვაკუუმური თავსახურები ჰერმეტულად იცავენ საკვებს - ხელს უშლიან მასში ჰაერის შეღწევას და არც გარეთ უშვებენ ცხელ ორთქლს. ყინულისთვის განკუთვნილი ფორმები საყინულეშიც კი ინარჩუნებენ სირბილეს. იქიდან ადვილად ამოიღებთ ნაყინის ბურთულებსა თუ ბალახის ნაყენის გაყინულ ნატეხებს სახის გასაწმენდად. კიდევ ერთი სასარგებლო სიახლეა ნიჩბები და კოვზები ისეთი ჭურჭლისთვის, რომელიც მიწვის საწინააღმდეგო ფენით არის დაფარული. შიგნით მოთავსებულია ლითონის ან მაგარი პლასტიკის კარკასი, გარედან კი სილიკონის შრე, რომელიც არ კაწრავს ქვაბებისა და ტაფების ფაქიზ ზედაპირს. სილიკონის რბილი ხელთათმანი დაგიცავთ ქვაბის ცხელი სახელურისა თუ ღუმლის სიმხურვალისგან. ის არ სრიალებს, თუნდაც დაასველოთ. სილიკონის დანა შეგიძლიათ გამოიყენოთ ტორტის ან ღუმელში მომზადებული კერძის პირდაპირ ფორმაში დასაჭრელად - ის ჭურჭლის ზედაპირს არ დააზიანებს.

 

არსებობს მყარი სილიკონისგან დამზადებული ჭურჭელიც. მას ზოგიერთი ჩინური საწარმო აწარმოებს. ასეთი სილიკონი ადამიანისთვის საშიშია, ამიტომ კვების მრეწველობაში მისი გამოყენება აკრძალულია. ხარისხიანი სამზარეულო ნივთები მზადდება თხევადი სილიკონისგან, რომელიც გაცილებით მოქნილი და გამჭვირვალეა, ვიდრე მისი მყარი სახეობები. სხვათა შორის, მედიცინაშიც სწორედ თხევადი სილიკონი გამოიყენება. კარგ, ხარისხიან სილიკონის ჭურჭელს სუნი არ აქვს. მის შემადგენლობაში მხოლოდ ნეიტრალური საღებავები შედის. ამის შესახებ მითითებულია ნაწარმისთვის დართულ სერტიფიკატზე.

 

სილიკონის ჭურჭელი

 

ნამდვილი აღმოჩენაა ნებისმიერი დიასახლისისთვის. რატომ?.. გააგრძელეთ კითხვა