რატომ არ უნდა გადააგდოთ მანდარინის ქერქი? - Gemrielia.ge

რატომ არ უნდა გადააგდოთ მანდარინის ქერქი?

 

ზამთრი ხომ მანდარინების სეზონია. იცოდით, რომ შეგიძლიათ მისი ქერქიც გამოიყენოთ?

 

ისევე, როგორც ლიმონისა და ლაიმის ცედრა, მანდარინის გამხმარი ცედრაც ხშირად გამოიყენება დასავლურ სამზარეულოში,  როგორც არომატიზატორი და სანელებელი.

 

 

ჩინეთის პროვინცია Guangdong-ი ცნობილია ჩინეთსა და აზიაში თავისი მანდარინით. მოსავალს იღებენ ჯერ კიდევ მწვანედ, რათა კანი მოაშორონ და გაშრეს. იქ მოყვანილ ნაყოფს აქვს თხელი კანი და ეთერზეთების ძალიან მაღალი შემცველობა. შედეგად, გამხმარი კანი იძენს უფრო დახვეწილ არომატსა და დელიკატურ გემოს.

 

 

როგორ მოვამზადოთ მანდარინის ქერქი გამოსაყენებლად?

 

გაშრობის პროცესი მარტივია, მაგრამ საჭიროებს მოვლას, რათა წვენმა ქერქი არ დაასველოს. ჯერ მსუბუქად დაჭერით მანდარინის ქერქის ზედაპირი ნაყოფის ზემოდან ჯვარედინად, შემდეგ გააგრძელეთ დაჭრა ისე, რომ არ შეეხოთ რბილობს. 

 

 

 

 

გააცალეთ კანი ნაწილებად ისე, თითქოს ბანანს ასუფთავებთ. როგორც კი ძირს მიხვალთ, ამოიღეთ მთელი მანდარინის კანი. გამოიყენეთ წვნიანი რბილობი, როგორც გსურთ, შეაგროვეთ ქერქი ერთ თასში. მოაცილეთ თეთრი რბილობი – ასე გამხმარი მანდარინის კანი არ იქნება მწარე.

 

გაშრობის დრო დამოკიდებულია კლიმატზე და ამინდზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ საშრობი ღუმელიც. ქერქი მთლიანად გაშრობის შემდეგ, კიდევ უფრო მდიდარ ციტრუსის არომატს იღებს. 

 

შეინახეთ გამხმარი ქერქი ჰერმეტულ მინის ქილაში, ან კონტეინერში, სასურველია გრილ, მშრალ ადგილას ტენიანობისგან მოშორებით. სახლში შენახული ქერქები კულინარიული მიზნებისთვის გამოიყენება ორი წლის განმავლობაში.