„საცივის ამ ვარიანტს არ სჭირდება მოხარშვა...“ - მზესუმზირას საცივი მკითხველის რეცეპტით - Gemrielia.ge

„საცივის ამ ვარიანტს არ სჭირდება მოხარშვა...“ - მზესუმზირას საცივი მკითხველის რეცეპტით


საცივი ქართული საახალწლო სუფრის ტრადიციულ კერძს წარმოადგენს.  როგორც წესი, საცივს ნიგვზისგან ამზადებენ, თუმცა დღეს ჩვენ გთავაზობთ საცივის განსხვავებულ ვარიანტს.

 

საცივის ამ ვარიანტს არ სჭირდება მოხარშვა, იგი ბულიონის ბაზაზე მზადდება. შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც ინდაურის, ასევე ქათმისგან. გაითვალისწინეთ, სანელებლები მაინც გემოვნების საკითხია და შეგიძლიათ მეტი ან ნაკლები გამოიყენოთ. გაითვალისწინეთ, რომ მთავარ ინგრედიენტს ამ შემთხვევაში მზესუმზირა წარმოადგენს. 

 

ინგრედიენტები:

 

ქათამი - 1 ც
მზესუმზირის გულები - 0.5 - 1 კგ
მაიონეზი - 100 გ 
მიხაკი - 3-4 მარცვალი
დარიჩინი - 1 ნატეხი
ნიორი - 2-3 კბილი
ქინძი და ოხრახუში - 1 პატარა კონა
ხახვი - 1 დიდი თავი
ხმელი ქინძი - 1 სკ
უცხო სუნელი - 2 სკ
ყვითელი ყვავილი - 1 სკ
მარილი, წიწაკა

 

მომზადების წესი:

 

ქათამი ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და შემოვდგათ ცეცხლზე. ქვაბში ასევე მოვათავსოთ ნიორის კბილები, პატარა ბამბის ტოპრაკში ან დოლბანდში გამოკრული მიხაკ-დარიჩინი, ძაფით შეკრული მწვანილი და მთლიანი, გაფცქვნილი ხახვი. ბულიონს ქაფი მოვხადოთ და ვხარშოთ საშუალო ცეცხლზე. ამასობაში მზესუმზირის გულები დავაბლენდეროთ, დავუმატოთ მაიონეზი, ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, მარილი, წიწაკა. ქათამი ნახევრად უნდა მოიხარშოს, გადავიტანოთ თუნუქის ფურცელზე და კარგად გახურებულ ღუმელში შევბრაწოთ. ბულიონიდან ამოვიღოთ მოხარშული სანელებლები. ბულიონი უნდა იყოს თბილი, დაახლოებით 50 გრადუსი ტემპერატურის. დაბლენდერებული მზესუმზირა დარჩენილი ბულიონით გავაზავოთ სასურველი კონსისტენციის მიღებამდე შევანელოთ მარილით. შემწვარი ქათამი დავჭრათ, ჩავდოთ ჭურჭელში და დავასხათ საცივის წვენი, გავაცივოთ და ისე მივირთვათ.

 

რეცეპტი: მარიამ ყაველაშვილი

 

როგორ მოგეწონათ რეცეპტი?