როგორ ამოვიცნოთ ერთხელ ან მეტჯერ განაყინი ხორცი? - Gemrielia.ge

როგორ ამოვიცნოთ ერთხელ ან მეტჯერ განაყინი ხორცი?

ხორცი ადამიანის ყოველდღიური რაციონის აუცილებელი ნაწილია. ყოველთვის ვერ ვახერხებთ ახალი ხორცის შეძენას და გაყინულით ვკმაყოფილდებით, თუმცა გიფიქრიათ, რამდენად ჯანსაღი შეიძლება იყოს გაყინული ხორცი? გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, რათა მიხვდეთ, რომ ხორცი ორჯერ არ მეტჯერ არ გაუყინავთ. 


ხარისხიან გაყინულ ხორცს და მის ქონს რამდენიმე მახასიათებელი აქვს, კერძოდ: მოვარდისფრო მოწითალო გარსი, გაჭრის დროს გადანაჭერი ადგილი მკვრივი, ოდნავ ნოტიო და დრეკადია. გადანაჭერთან სითხე გამჭვირვალე ან ალისფერია, ხოლო სუნი სუფთა, უსიამოვნო ნოტების გარეშე.

 

ხორცი, რომელიც გაადნეს და ხელახლა გაყინეს (რაც დაუშვებელია) მკვეთრ მუქ წითელ ფერს იძენს. ასეთ ხორცის ქონიც მოვარდისფრო ელფერისაა. ამას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რადგან შეუძლებელია იცოდეთ რამდენი ხანი და რა პირობებში იყო ხორცი ხელმეორე გაყინვამდე - თქვენ ხომ სუნსაც ვერ შეამოწმებთ.
 

ერთხელ განაყინი ხორცი გალღვობის შემდეგ მუქ ფერს იძენს, გასდის სითხე, მოშვებულია, დაკარგული აქვს სიმკვრივე და თითის დაჭერისას ფორმას არ იბრუნებს.