ბროწეული გახდომაში დაგხმარებათ - Gemrielia.ge

ბროწეული გახდომაში დაგხმარებათ

ბროწეულის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომლითაც გახდომის პროცესის დროს ორგანიზმს ეხმარება, ესაა ანემიის საწინააღმდეგო ეფექტი. როგორც წესი, ეს პრობლემა თითქმის ყოველთვის იჩენს თავს ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლის დროს.

როგორ გამოვიყენოთ ბროწეული გასახდომად?

გაარჩიეთ ბროწეული და მარცვლები ზეითუნის ზეთთან ერთად ჩანაყეთ. ეს ნარევი დღეში ორჯერ, ჭამის წინ უნდა მიიღოთ 1 სუფრის კოვზი.

გარდა იმისა, რომ ბროწეული გემრიელი და სასარგებლო ხილია, ის ეფექტურად ეხმარება ორგანიზმს ცხიმის წვაში და მადასაც აქვეითებს. ამ მარტივი ნარევის ეფექტი მისი ინგრედიენტების თვისებებზეა დამოკიდებული:

პოლიუჯერი ცხიმმჟავებით მდიდარი ზეითუნის ზეთი სწრაფად იწვევს დანაყრების შეგრძნებას. ბროწეული კი "გაიძულებთ" საკვების რაოდენობა შეამციროთ, ამასთანავე ნაწლავების მუშაობას აწესრიგებს.

ეს ნარევი გახდომის მხოლოდ დამატებითი საშუალებაა და გათვლილია ერთთვიან კურსზე. თუ დიეტაზე სულაც არ ფიქრობთ, მაგრამ ბროწეულის წვენი გიყვართ, ზედმეტი ცხიმი არ გემუქრებათ - ეს სასარგებლო სითხე ხელს უშლის მუცლის არეში ცხიმის დაგროვებას. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ მისი დალევა წყალთან გაზავების გარეშე არ არის სასურველი.